ალოე, ლიმონი და პიტნა ერთად – როგორ დავიცვათ მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

93

იცოდით, რომ მჟავიანობის მომატება მხოლოდ კუჭის წვის შეგრძნებას კი არ იწვევს, არამედ ორგანიზმის სისტემურ დისკომფორტსაც იწვევს? სწორი მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება აუცილებელია კარგი ჯანმრთელობისთვის. ამ სტატიაში გაგიზიარებთ სასმელის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმში ბალანსის აღდგენაში ბუნებრივი საშუალებებით.

ალოე ვერა – ტუტე პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ pH-დონის დაბალანსებაში, გააუმჯობესებს საჭმლის მონელებას და შესანიშნავად მოერგება სხვადასხვა სახის ანთებით პროცესებთან ბრძოლის რეჟიმსაც.

ვაშლის ძმარი – ის ცნობილია თავისი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებით, გვეხმარება აკნეს მოშორებაში, აბალანსებს ნაწლავის ფლორას და pH-დონეს, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და ანთებებს.

თაფლი – სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ის ინფექციებთან საუკეთესო მებრძოლია.

ბაზილიკა და პიტნა– პიტნა გამორჩეულად სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, ის ფლობს ანტიბაქტერიულ თვისებებს, ხოლო ბაზილიკი ბუნებრივი ანტიბიოტიკია.

ლიმონი – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ციტრუსი, ის მდიდარია C ვიტამინით, აუმჯობესებს თქვენს მეტაბოლიზმს და წარმატებულად წმენდს ორგანიზმს.

მაშ ასე თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი ალოე ვერას წვენი
  •  1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
  • ბაზილიკის და პიტნის ფოთლები
  • 1-2 ჭიქა წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების შერევით დაამზადეთ წვენი, რომელსაც 5 დღის განმავლობაში დღეში 2 ჯერ მიირთმევთ – უზმოზე და ძილის წინ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რატომ არის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი მნიშვნელოვანი?
    მჟავიანობის დონე გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე, ენერგიის დონეზე, იმუნურ სისტემასა და მთლიანად მეტაბოლიზმზე. ბალანსის დარღვევამ შეიძლება ქრონიკული ანთება და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
  2. როდის უნდა მივიღოთ ეს სასმელი?
    რეცეპტში მოცემული სასმელი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ – დილას უზმოზე და საღამოს ძილის წინ, 5 დღის განმავლობაში.
  3. ამ სასმელის მიღება ყველას შეუძლია?
    სასმელი უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანებისთვის, თუმცა ორსულებმა, მეძუძურებმა ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა მისი გამოყენება ექიმთან შეთანხმებით დაიწყონ.

რედაქციისგან: ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დაცვა ფუნდამენტურია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მომზადებული სასმელი – ლიმონი, ალოე ვერა, ვაშლის ძმარი, თაფლი, ბაზილიკა და პიტნა – უზრუნველყოფს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ანთებითი პროცესების შემცირებას.

საერთაშორისო კვლევები ადასტურებენ ამ ინგრედიენტების ეფექტურობას: მაგალითად, Journal of Medicinal Food (2021) მიუთითებს, რომ ალოე ვერა ამცირებს კუჭ-ნაწლავის ანთებით პროცესებს, ხოლო Evidence-Based Complementary and Alternative Medicine (2022) ხაზს უსვამს ვაშლის ძმრის ანტიმიკრობულ და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელ თვისებებს.

თუ ეს რეცეპტი საინტერესო მოგეჩვენათ, გაუზიარეთ ახლობლებს – გაუფრთხილდით მათ ჯანმრთელობასაც!