წონის კლება უმტკივნეულოდ, გემრიელად და თან სასარგებლოდ — ეს ოცნებაა მრავალი ადამიანისთვის. ჩვენ კი წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც ამ ოცნებას რეალობად აქცევს. დარიჩინისა და თაფლის კომბინაცია არა მხოლოდ ცხიმს წვავს, არამედ აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას, გაძლევს ენერგიას და აქრობს კანის პრობლემებსაც კი. როგორ მუშაობს ეს მარტივი რეცეპტი და რატომ არის ის ბუნებრივი ცხიმების მკვლელი? ამის გასარკვევად, წაიკითხე სტატია ბოლომდე.
წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნებოდა გახდომა ისეთი მარტივი რომ იყოს, როგორიც ტელევიზორის ყურება ან წიგნის კითხვაა.
დარიჩინი და თაფლი – ორი პროდუქტი, რომელსაც ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. რაც შეეხება მათი კომბინაციით მიღებულ საშუალებას, ის ნამდვილი სასწაულმოქმედია! ამ საშუალაბეს განსაკუთრებით დადებითი გავლენა წონის კლების პროცესზე აქვს.
დარიჩინისა და თაფლის ნარევის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე
ამ პროდუქტების შერწყმით თქვენ მიიღებთ საშუალებას, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, ნორმალიზირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, წიდებს და ზედმეტ სითხეს. დარიჩინისა და თაფლის ნარევი – ანტისეპტიკური საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან გამოიყენებენ. ეს საშუალება გამოდევნის მსხვილი ნაწლავიდან მავნე ბაქტერიებს და აღადგენს მის მიკროფლორას, რაც გახდომისკენ წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
ორგანიზმის გაწმენდის შედეგად მიღებული შედეგები არა მხოლოდ სხეულზე, არამედ სახეზეც აისახება: კანი გაცილებით ნათელ, ლამაზ ფერს იძენს, მთლიანად ქრება შეშუპება და გამონაყარი. გარდა ყოველივე ამისა, ეს საშუალება წარმოუდგენლად გემრიელია, გვიმაღლებს განწყობას, გვმატებს ენერგიას და გვეხმარება სტრესისა და დეპრესიის გამკლავებაში.
სწორედ ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია დაგეხმარებათ 1 ღამეში ზედმეტი ცხიმების დაცვაში.
ინგრედიენტები:
- დარიჩინი;
- თაფლი;
- წყალი;
ინსტრუქცია:
გახსენით 1 სუფრის კოვზი დარიჩინი და 2 სუფრის კოვზი ორგანული, ნატურალური თაფლი 250 მილილიტრ წყალში. მთავარია დაიცვათ დარიჩინისა და თაფლის შემდეგი პროპორცია: 1:2.
- ადუღეთ წყალი და ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით დარიჩინი.
- მიეცით მას გაციების საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ თაფლი, რადგან ის მაღალ ტემპერატურაზე სასარგებლო თვისებებს კარგავს.
მიღების წესი:
გაყავით ეს საშუალება 2 ნაწილად. მიირთვით ერთი ნაწილი დილით უზმოზე, ხოლო მეორე ნაწილი – დაძინების წინ.
გაითვალისწინეთ, რომ თაფლისა და დარიჩინის ნარევის მიღების დროს თქვენი კუჭი უნდა იყოს ცარიელი, რათა ჩაირთოს ცხიმის წვის მექანიზმი ორგანიზმში. ეს საშუალება შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღიურად 8 კვირის განმავლობაში.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- ნამდვილად მოქმედებს დარიჩინი და თაფლი წონის კლებაზე?
დიახ. დარიჩინი აჩქარებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ხოლო თაფლი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ამცირებს ანთებას და ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით. მათი კომბინაცია ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიიღება უზმოზე და ძილის წინ. - რამდენად უსაფრთხოა ეს რეცეპტი ყოველდღიური გამოყენებისთვის?
თუ არ გაქვთ ალერგია თაფლზე ან დარიჩინზე, აღნიშნული ნარევი უსაფრთხოა ყოველდღიური მიღებისთვის 8 კვირის განმავლობაში. თუმცა რეკომენდებულია წყვეტა გარკვეული პერიოდით, რათა ორგანიზმმა არ გამოიმუშაოს მიჩვევა. - რამდენად სწრაფად გამოჩნდება შედეგი?
პირველი შედეგები — შებერილობის შემცირება, ენერგიის მომატება და კანის გაუმჯობესება — ჩანს რამდენიმე დღეში. წონის კლება ინდივიდუალურია, თუმცა მომხმარებელთა გამოცდილებით, 2 კვირაში უკვე შეიმჩნევა მნიშვნელოვანი სხვაობა, განსაკუთრებით სწორი კვებისა და ზომიერი ფიზიკური აქტივობის ფონზე.
რჩევა რედაქციისგან:დარიჩინისა და თაფლის კომბინაცია წონის კლების ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალებაა. იგი არა მხოლოდ ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვაში, არამედ აუმჯობესებს იმუნიტეტს, ათავისუფლებს ტოქსინებისგან, აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას და აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საშუალება მოქმედებს კომპლექსურად — არა მხოლოდ სხეულზე, არამედ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეც, ამცირებს სტრესს და ზრდის ენერგიის დონეს.
კვლევები ცხადყოფს, რომ დარიჩინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებაში და სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში (Anderson RA, 2008). თაფლს კი მრავალი კვლევა აღიარებს ანტიოქსიდანტურ და ანტიბაქტერიულ საშუალებად, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და დადებითად მოქმედებს მიკრობიომზე (Ahmed S. et al., 2018).
ასე რომ, თუკი ეძებთ გზას გახდომისთვის, რომელიც ბუნებრივიც არის, გემრიელიც და სარგებლის მომტანიც — დარიჩინისა და თაფლის ნარევი სწორედ ის გზაა.
შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ არცერთი საშუალება არ ცვლის ჯანსაღ კვებას და აქტიურ ცხოვრებას. ეს ნარევი საუკეთესოა სწორედ ამ ჩვევებთან კომბინაციაში.