როგორ ვებრძოლოთ ღრძილების რეცესიას ბუნებრივი გზებით – ხალხური მედიცინის 3 ეფექტური რეცეპტი

121

ღრძილების რეცესია — ანუ ღრძილის ხაზის უკან გადანაცვლება და კბილის ფესვის მოშიშვლება — შესაძლოა არამარტო ტკივილთან, არამედ კბილის დაკარგვის რისკთანაც ასოცირდებოდეს. თუმცა საბედნიეროდ, ბუნებაში მრავალი საშუალებაა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ პრობლემის პირველივე ნიშნების დროს. სტატიაში გაეცნობით სამ საოცარ ბუნებრივ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, სანამ მდგომარეობა რთულ ფორმამდე მივა.

თუკი თქვენ ოდესმე გქონიათ კბილის ფესვის მოშიშვლების პრობლემა(ღრძილების რეცესია), მაშინ თქვენ გეცოდინებათ, რომ ეს შეიძლება საკმაოდ სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს, რომელიც არა მხოლოდ ტკივილს იწვევს, არამედ შესაძლოა ჯიბეები წარმოიქმნას ღრძილების ხაზსა და კბილებს შორის რომელიც იდეალურ მდგომარეობას და ადგილს წარმოადგენს მავნე ბაქტერიების დასაგროვებლად.

ითვლება, რომ განლევად ღრძილებს შემდგომში შეუძლიათ გამოიწვიონ საყრდენი ქსოვილის და კბილის ძვლოვანი სტრუქტურის სერიოზული დაზიანება, საბოლოოდ კი კბილების დაკარგვაც. უკანასკნელი კვლევის თანახმად, ამ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კბილების გადაჭარბებულად გახეხვა სახელდება.

არსებობს სხვა მიზეზებიც -გენეტია. მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს მიდრეკილება აქვს ღრძილების დაავადებისადმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი თქვენ ამ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებით, თქვენ ღძილების პრობლემები გემუქრებათ იმის მიუხედავად თუ რამდენად ხშირად სტუმრობთ სტომატოლოგს.

საბედნიეროდ ხალხურ მედიცინაში ამ პრობლემასთან საბრძოლველად რამოდენიმე მეთოდი არსებობს. მაგრამ იმაქციეთ ყურადღება, რომ ისინი ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან თუ მათ დაავადების საწყის სტადიაზე გამოიყენებთ და არა მაშნ, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით ხდება შესაძლებელი.

ამიტომ თუკი თქვენ გარკვეულ სიმფტომებს ამჩნევთ, ისეთებს როგორებიაცა უსიამოვნო სუნი პირიდან, ღძილების შეშუპება, ღრძილების ხაზის ტკივილები ან სისხლდენა კბილების გაწმენდის დროს, მიმართეთ ამ ხალხურ საშუალებებს, შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად:

С ვიტამინი.
C ვიტამინი ღძილებიდან სისხლდენისას, შეშუპებისას ხალხური მედიცინის მიერ საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა. კვლევების შედეგად, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტმა ცაატარა დადასტურდა, რომ C- ვიტამინის დოზის გაზრდას ღრძილებიდან სისხლდენის შეჩერება შეუძლია და ასევე პირიქით, შემცირებას სისხლდენის გამოწვევა.

მწვანე ჩაი
ამერიკულმა სტომატოლოგიურმა ასოციაციამ გამოაქვეყნა იაპონური კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მწვანე ჩაის რეგულარული გამოყენება სასიკეთო გავლენას ახდენს კბილებისა და ღრძილების განმრთელობაზე.
უფრო კონკრეტულად კი კვლევის მონაწილეები მუდმივად მიირთმევდენ მწვანე ჩაის,რისი წყალობიტაც მეცნიერება აღმოაჩინეს, რომ მათ პაროდონტის 3 მაჩვენებელი შეამცირეს.

ევკალიპტი
ევკალიპტი – არის მცენარე ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით, რაც ეფექტურად ახდენს ღრძილების დაავადების მკურნალობას. ევკალიპტი ასევე წარმატებით უმკლავდება პურის ღრუში ბაქტერიების განადგურების დავალებას.

ამიტომ, თუკი თქვენ ღრძილების რეცესიით იტანჯებით, მომზადეს ეს ხალხური საშუალებები სახლის პირობებში:

  • 2 ჩაის კოვზი ევკალიპტის ზეთი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  •  გამოიყენეთ სავლების სახით დღეში 2 ჯერ კბილების გახეხვის შემდეგ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. ღრძილების რეცესია რითია საშიში?
    ღრძილების უკან გადანაცვლება ქმნის სივრცეს ბაქტერიებისთვის და იწვევს ღრძილის ქსოვილისა და კბილის საყრდენი ძვლის დაზიანებას. დაგვიანებულ შემთხვევაში შესაძლებელია კბილების დაკარგვაც.
  2. ნამდვილად შეუძლია C ვიტამინს სისხლდენის შემცირება?
    დიახ. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, C ვიტამინის დოზის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ღრძილებიდან სისხლდენა.
  3. როგორ გამოვიყენოთ ევკალიპტის ზეთი ღრძილების გასამაგრებლად?
    2 ჩაის კოვზი ევკალიპტის ზეთი შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალს და გამოიყენეთ როგორც სავლები დღეში ორჯერ, კბილების გახეხვის შემდეგ.

რჩევა რედაქციისგან:ღრძილების რეცესია ერთ-ერთი იმ პათოლოგიათაგანია, რომელიც ხშირად უყურადღებოდ რჩება საწყის ეტაპზე, თუმცა დროთა განმავლობაში სერიოზულ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. საერთაშორისო კვლევები — მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტისა და იაპონიის სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული — აჩვენებენ, რომ სწორი კვება (C ვიტამინით გაჯერებული), რეგულარული მწვანე ჩაის მიღება და ბუნებრივი ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები (როგორიცაა ევკალიპტი) ღრძილების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და პათოლოგიური პროცესის შეფერხება შეუძლია.

მართალია, ეს ხალხური საშუალებები ყოველთვის ვერ ჩაანაცვლებენ პროფესიულ სტომატოლოგიურ მკურნალობას, თუმცა მათი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების საწყის ეტაპზე. სწორედ ამიტომ, პირველი სიმპტომების დროს უმჯობესია დროულად გამოიყენოთ ბუნებრივი მეთოდები, ვიდრე დაელოდოთ ქირურგიულ ჩარევას.