5 მარტივი წესი წონის დასაკლებად — ზედმეტი შიმშილის გარეშე

226

წონის დაკლება ხშირად ასოცირდება მკაცრ დიეტებთან და დაუსრულებელ შიმშილთან, თუმცა სინამდვილეში არსებობს არაერთი მარტივი და ბუნებრივი მეთოდი, რომლებიც საშუალებას გაძლევთ წონაში დაიკლოთ სტრესის და უკმაყოფილების გარეშე.

სტატიაში გაგიზიარებთ 5 ეფექტურ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების თავიდან აცილებაში, არამედ ლამაზი და ენერგიული სხეულის შენარჩუნებაში. ეს რჩევები ეფუძნება თანამედროვე კვლევებს და მარტივად მისადაგებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მანამ, სანამ შიმშილს დაიწყებთ და საწოლიდან პირდაპირ სასწორზე გადახტებით, გაარკვიეთ, თუ საერთოდ რა განაპირობებს ზედმეტი წონის კლებას…

არ არის აუცილებელი თავი მკაცრი დიეტებით ან შიმშილობით დაიტანჯოთ. ვივიენის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 მარტივ წესს, რომელიც დაგეხმარებათ ლამაზი ფორმის მუდმივად შენარჩუნებაში.

  • ერთი ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ
    უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ჭამის წინ 2 ჭიქა წყალს სვავდენ, უფრო ნაკლებ კალორიებს ღებულობენ და უფრო ინტენსიურად იკლებენ წონაში. მეცნიერები ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნიან: წყალი გვეხმარება შიმშილის გრძნობის გაკონტროლებაში და გვინარჩუნებს სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროით.
  • მიირთვით თხილეული
    ეს პროდუქტები გვინარჩუნებს სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროით. თხილეულის მირთმევის შედეგად ჩვენს ორგანიზმში არ მატულობს შაქრის დონე, რისი წყალობითაც ცხიმების დაგროვებას თავიდან ვირიდებთ.
  • მოიშორეთ საკვების გამჭვირვალე კონტეინერები
    ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო საათებში. თქვენს მხედველობაში მყოფი საკვები მადას გიღვივებთ, რის გამოც რთულია თავი შეიკავო ჭამისგან და თავიდან აირიდო ზედმეტი კალორიები…
  • ესტუმრეთ სატრენაჟორო დარბაზს მუშაობის დაწყებამდე.
    მეცნიერების მტკიცებით, მაშინ, როდესაც მთელი დღე გონებრივად ვმუშაობთ, საღამოს სპორტით დაკავების შანსი მინიმალურია. სწორედ ამიტომ, არავითარ შემთხვევაში დაივიწყოთ დილის ვარჯიშები, რომლებიც სწრაფად გამოღვიძებაში და ორგანიზმის გააქტიურებაში დაგეხმარებათ.
  • გააზავეთ საკვები წიწაკით
    ჩაამატეთ ერთი ჩაის კოვზი წითელი წიწაკა (დაფქული, პილპილი) საკვებში, ამით თქვენ ორგანიზმს კალორიების წვაში დაეხმარებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხიმიანი ან მარილიანი საკვების ჭამისას.

შესაძოა ბევრ თქვენთაგანს ეს წესები მარტივად ან ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ყოველივე ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში დაგვეხმარება. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და შეეცადეთ მათ დაცვას.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. შესაძლებელია თუ არა წონის დაკლება მკაცრი დიეტის გარეშე?
    დიახ. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ჯანსაღი ჩვევების დანერგვა ბევრად უფრო ეფექტურია გრძელვადიანი შედეგისთვის, ვიდრე მკაცრი დიეტები.
  2. რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დალევა ჭამამდე?
    ძალიან! წყალი ეხმარება ორგანიზმს შიმშილის გრძნობის რეგულირებაში და ხელს უშლის ზედმეტი კალორიების მიღებას. კვლევები აჩვენებს, რომ ჭამის წინ 2 ჭიქა წყლის მიღება წონის კლებას მნიშვნელოვნად აჩქარებს.

  3. თხილეული ხომ კალორიულია? რატომ არის რეკომენდებული?
    მიუხედავად იმისა, რომ თხილეული ენერგიულ პროდუქტად ითვლება, მისი ზომიერი მიღება ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილურობას და აჩერებს შიმშილის გრძნობას, რაც საბოლოოდ კალორიულობის შემცირებას იწვევს.

რჩევა რედაქციისგან: წონის კონტროლი შეიძლება იყოს მარტივი, თუ ვიცით სწორი მიდგომები და ვიღებთ მცირე, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯებს. არ არის აუცილებელი თავი შიმშილით ან მკაცრი დიეტებით დატვირთოთ — საკმარისია ყოველდღიურობაში რამდენიმე ეფექტური ჩვევა დანერგოთ. მაგალითად, ჭამის წინ წყლის დალევა ან დილის ვარჯიში ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე დროებითი დიეტური შეზღუდვები.

კვლევები ცხადყოფს, რომ ჯანსაღი ჩვევები — მათ შორის სწორად შერჩეული კვება, ფიზიკური აქტივობა და გარემოს კონტროლი (როგორიცაა საკვების ხილვადობა) — გაცილებით უფრო გრძელვადიან ეფექტს იძლევა. როგორც კვლევა Obesity Reviews-ში (2021) გვიჩვენებს, ადამიანები, რომლებიც იცავენ ამგვარ მარტივ წესებს, 70%-ით უფრო ხშირად ინარჩუნებენ მიზნობრივ წონას რამდენიმე წლის განმავლობაში.

მოკლედ რომ ვთქვათ — უმჯობესია ჩვევების შეცვლა, ვიდრე ქიმიური დიეტების იმედი.