როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს ბუნებრივად? კასტილის საპონი, ეთერზეთები და მარტივი რჩევები

59

თუ ცხიმიანი ან პრობლემური კანი გაქვთ, ალბათ არაერთხელ შეგხუთვიათ გაფართოებული ფორები, აკნე და კანის ბზინვარება. მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტიკური ბაზარი სავსეა ათასგვარი საშუალებით, ხშირ შემთხვევაში სწორედ ბუნებრივი ინგრედიენტები გვაძლევს ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო შედეგს.

ამ სტატიაში ვივიენის რედაქცია გაგიზიარებთ ცხიმიანი და მგრძნობიარე კანის მოვლის მარტივ, ეფექტურ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს. თქვენ გაიგებთ როგორ დაამზადოთ სახის გამწმენდი, მაკიაჟის მოსახსნელი და ქაფიანი საშუალებები სახლში. ასევე, სპეციალურად მკითხველებისთვის მოვიძიეთ კასტილის საპონის საუკეთესო რეცეპტები, რომელსაც ფართოდ იყენებენ სახის მოვლის პროდუქტებში.

თუკი თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, ესეიგი თქვენთვის კარგადაა ცნობილი ისეთი პრობლემები როგორებიცაა გაფართოებული ფორები, აკნე. ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა უკან დაიხიოს გარკვეული საკვები პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმის ხარჯზე. მაგალითად: რაფინირებული შაქარი, რომელიც აკნეს წარმოქმნას უწყობს ხელს.

ამასთანავე ხალხურ მედიცინაში მოიპოვება საშუალებებიც ამ პრობლემებთან საბრძოლველად. თავდაპირველად თქვენ დაგჭირდებათ ჩამოყალიბდეთ და სწორად შეარჩიოთ მაკიაჟის მოსახსნელი და დამატენიანებელი კრემი. უფრო კონკრეტულად კი არსებობს ისეთი საშუალებები რომლებიც ნამდვილად მოქმედებენ, არჩენენ აკნეს და ავიწროებენ ფორებს, მაგრამ არ არის გათვალისწინებული თქვენი სახის კანის ტიპისთვის, რაც საბოლოოდ კანის დაავადებას იწვევს.

ვივიენის რედაქციამ შეაგროვა თქვენთვის რამოდენიმე სასარგებლო და ეფექტური საშუალების რეცეპტი სახის კანის მოსავლელად:

სახიდან მაკიაჟის მოსახსნელი კრემი ცხიმიანი ან უცხიმო კანისათვის:

  • 1 ან 2 ჩაის კოვზი ტკბილი ნუშის ზეთი
  • ¼ ჭიქა ალოე ვერას წვენი
  • ნებისმიერი ეთერზეთი (სურვილის შემთხვევაში)

მცირე ზომის ჭურჭელში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ მინის ჭურჭელში. ცხიმიანი კანის შემთხვევაში ჩაანაცვლეთ ნუშის ზეთი მცირეოდენი თხევადი კასტილიური საპონით.

სახის გამწმენდი საშუალება მშრალი კანისათვის:

  • 20 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი
  • 1 ჭიქა კასტილის საპონი
  • 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი
  • 1 ჭიქა გამოხდილი წყალი

შეურიეთ ყველა კომპონენტი და შეიანხეთ ნაზავი შესაბამის კონტეინერში გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

პირის დასაბანი ძირითადი საშუალება:

  • 1-2 სუფრის კოვზი ზეთი
  • ½ კასტილის საპონი
  • 10 წვეთი ეთერზეთი

ამ საშუალების დასამზადებლადაც საკმარისია მცირე ზომის ჭურჭელში კარგად გადაურიოთ ყველა ინგრედიენტი. შეინახეთ შესაბამის კონტეინერში.
ამ საშუალების გამოყენება შეგიძლიათ მრავალფუნქციური გამწმენდი საშუალების სახით. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ზეთი უმჯობესია ჩაანაცვლოთ ალოე ვერას გელით. კანის ამქერცლავი კრემის დასამზადებლად კი საკმარისია უბრალოდ დაუმატოთ დაფქული ყავა.

საშუალება ცხიმიანი კანისათვის:

  • ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი
  • ½ ჭიქა ორგანული თაფლი
  • 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და გამოიყენეთ ცხიმიან კანზე.
წაისვით მიღებული საშუალება სახეზე მცირე რაოდენობით როდესაც პირს იბანთ და აკურატული მოძრაობებით შეიზილეთ ის სახის კანში. ნამიანი ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახე და შემდეგ დაიბანეთ პირი.

ქაფიანი გამწმენდი ნებისმიერი ტიპის კანისათვის:

  • ⅓ ჭიქა კასტილის საპონი
  • ½ ჩაის ჭია ქოქოსის ზეთი
  • 10-15 წვეთ ლავანდის ეთერზეთი
  • ⅔ ჭიქა გამოხდილი ან გაფილტრული წყალი

კარგად გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი, გადაასხით მიღებული მასა ცარიელ კონტეინერში და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

მოცემულ სტატიაში რამოდენიმე რეცეპტში გამოყენებულია ინგრედიენტად კასტილის საპონი, რაც დარწმუნებული ვარ გააენს კითხვებს, ამიტომ ვივიენის რედაქციამ თქვენთვის მოიძია ასეთი საპონის დამზადების რეცეპტი რაც შეგიძლიათ წაიკითხოთ მეორე გვერდზე.

კასტილის საპონის რეცეპტი №1

ინგრედიენტები:

  • 80% ზეითუნის ზეთი
  • 10% პალმის ზეთი
  • 10% ქოქოსის ზეთი

ან 4,5 კგ საპნის მისაღებად თქვენ უნდა გამოიყენოთ:

  • ზეითუნის ზეთი – 1,2 მლ
  • პალმის ზეთი – 142 გრ
  • ქოქოსის ზეთი – 142 გრ
  • წყალი – 423,3 მლ
  • თუთქი – 189,9გრ (ნაცარწმენდილი, ნაცარტუტა. )
  • ეთერზეთი თქვენი არჩევანით 42,5გრ – 62გრ

კასტილის საპონის რეცეპტი №2
ინგრედიენტები:

  • 60% ზეითუნის ზეთი
  • 20% პალმის ზეთი
  • 20 % ქოქოსის ზეთი

ან 4,5 კგ საპნის მისაღებად თქვენ უნდა გამოიყენოთ:

  • ზეითუნის ზეთი – 887,2 მლ
  • პალმის ზეთი – 283,5 გრ
  • ქოქოსის ზეთი – 283,5 გრ
  • წყალი – 473,2 მლ
  • თუთქი – 198,5 გრ
  • ეთერზეთი თქვენი გემოვნებით – 42,5გრ – 62გრ

კასტილის საპონის რეცეპტი № 3
ინგრედიენტები:

  • 60% ზეითუნის ზეთი
  • 10% პალმის ზეთი
  • 20% ქოქოსის ზეთი
  • 10% რაფსის ზეთი

ან 4,5 კგ საპნის მისაღებად თქვენ უნდა გამოიყენოთ:

  • ზეითუნის ზეთი – 887,2 მლ
  • პალმის ზეთი – 141,7 გრ
  • ქოქოსის ზეთი – 283,5გრ
  • წყალი – 473,2 მლ
  • თუთქი – 195,6 გრ,
  • რაფსის ზეთი – 141,7 გრ
  • ეთერზეთი თქვენი გემოვნებით – 42,5 – 62,4 გრ

კასტილის საპონის რეცეპტი № 4
ინგრედიენტები:

  • 60% ზეითუნის ზეთი
  • 20% ქოქოსის ზეთი

ან 4,5 კგ საპნის მისაღებად თქვენ უნდა გამოიყენოთ:

  • ზეითუნის ზეთი – 1,182 მლ
  • ქოქოსის ზეთი – 283,5 გრ,
  • წყალი – 473,2 გრ
  • თუთქი – 195,6 გრ
  • ეთერზეთი თქვენი გემოვნებით – 42,5 – 62,4 გრ

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რატომ არის კასტილის საპონი რეკომენდებული კანის მოვლისთვის?
    კასტილის საპონი დამზადებულია მცენარეულ ზეთებზე და არ შეიცავს მავნე ქიმიურ კომპონენტებს. იგი იდეალურია მგრძნობიარე და ცხიმიანი კანისთვის, რადგან არ იწვევს გაღიზიანებას და თანაბრად ასუფთავებს კანს.

  2. რა ზეთებია უსაფრთხო ცხიმიანი კანისთვის?
    ჩაის ხის ზეთი, ლავანდის ზეთი და ალოე ვერა განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის, რადგან ისინი ებრძვიან ბაქტერიებს და ამცირებენ ანთებით პროცესებს, რაც აკნეს გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

  3. როგორ ავირიდოთ გაღიზიანება სახლის პირობებში დამზადებული საშუალებებით?
    გირჩევთ, წინასწარ ჩაატაროთ ალერგიული ტესტი მაჯის შიდა მხარეზე და არ გადააჭარბოთ ეთერზეთების რაოდენობას. მნიშვნელოვანია, ინგრედიენტები იყოს სუფთა, ხარისხიანი და მოწმობილი წყაროდან.

რჩევა რედაქციისგან: ცხიმიანი და პრობლემური კანის მოვლა სულაც არ ნიშნავს ქიმიური პროდუქტების გამოყენებას. როგორც ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაცია აღნიშნავს, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი საშუალებები ხშირად უკეთესად ეგუება კანს და იშვიათად იწვევს გაღიზიანებას (AAD, 2023). ასევე, ერთ-ერთი კვლევა ჟურნალ Skin Pharmacology and Physiology-ში ხაზს უსვამს ეთერზეთების და მცენარეული ზეთების დადებით გავლენას აკნეს მკურნალობაში (Müller et al., 2022).

საშინაო პირობებში მომზადებული გამწმენდი საშუალებები იძლევა საშუალებას, მოვუაროთ კანს დაბალ ბიუჯეტში და ვაკონტროლოთ ინგრედიენტები. თუ სწორად შეარჩევთ რეცეპტს თქვენი კანის ტიპის მიხედვით, შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება.

სცადეთ რომელიმე ამ რეცეპტიდან და გაუზიარეთ შედეგები ჩვენთან კომენტარებში!