
თმის ცვენა და ქერტლი თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ესთეტიკური პრობლემა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კომერციული პროდუქტი არსებობს, ბუნებრივი და ტრადიციული მეთოდები უფრო ნატურალური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ძლიერი ბუნებრივი საშუალება ხახვია, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ თმის გასაძლიერებლად. ამ სტატიაში გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ხახვი და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტები, რათა გააუმჯობესოთ თქვენი თმის ჯანმრთელობა.
ხახვი მრავალწლოვანი ბოლქვოვანი ბალახოვანი მცენარეა. იგი შეიცავს 10%-მდე შაქრებს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, კალციუმისა და ფოსფორის მარილებს, ზოგიერთ მიკროელემენტს და ეთერზეთებს. ეთერზეთის შემადგენელი ნაწილია სულფიდური ნივთიერებები, რომელიც მცენარის ცრემლდენის ეფექტს განაპირობებს. ხახვი შეიავს ასევე ფერმენტებს, გლიკოზიდებს, ინსულინს, ფიტინს. ხახვის ფოთლებში და ბოლქვებში საკმაო რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა (ანუ C ვიტამინი), A პროვიტამინი, B1,B2 და PP ვიტამინები.
- ხახვის გამოყენება ხალხურ მედიცინაში ხდება როგორც ცოცხალი ასევე მოხარშული, შემწვარი და გამომშრალი მდგომარეობითაც. მწვანე ხახვს იყენებენ სურავანდის პროფილქატიკისთვის, რადგან 70გ მწვანე ხახვის მიღებით ადამიანის ორგანიზმი ასკორბისნი მჟავის დღიურ დოზას იღებს.
- ხახვში შემავალი ფოტონციდები თრგუნავს პათოგენული ბაქტერიების ზრდას, რის გამოც ხახვი ეფექტურად გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებებისას, ანგინების, ქრონიკული ტონზილიტის სამკურნალოდ.
- ხახვის შემცველი პრეპარატები აუმჯობესებენ მადას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას. ამ თვისებების გამო ხახვს მონელების დარვევების, ქრონიკული ყაბზობის, ნაწლავთა ატონიის დროსაც იყენებენ.
- აღსანიშნავია ხახვის დადებითი ეფექტი კანის ქრონიკულად მიმდინარე ჩირქოვანი პათლოგიების, ჩირქოვანი წყლულების დროს.
- ცოცხალი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფასაც, ზრდის სქესობრივ პოტენციალს. ხახვი ასევე გამოიყენება ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დაავადებების სამკურნალოდ.
- ხახვი გარეგანი გამოყენებისას ამაგრებს თმის ძირებს და აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.
რეცეპტი მათვის ვისაც თმის ცვენის და ქერტლის პრობლემა გაწუხებთ
მომზადებისა და გამოყენების წესი:
იმისათვის, რომ ქერტლი მოიცილოთ და თმის ცვენა შეაჩეროთ საჭიროა კვირაში 1-2 ჯერ თმის ძირებში შეიზილოთ 2-3 ს/კ ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით ჩმაოიბანეთ(თუ ცხიმიანი თმა გაქვთ 2-3 საათის შემდეგ).
თმის ცვენის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ნარევიც:
- წვრილად დაჭრილ 4 წილ ხახვის ფაფას შეურიეთ 1 წილი თაფლი,
- შეიზილეთ თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უსაპნოდ.
- ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ რეგულარულადაც.
ასევე ძალიან ეფექტურია შემდეგი რეცეპტი:
- ჩაყარეთ მომინაქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცლები
- დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი
- 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე
- გადაწურეთ და დაუმატეთ ნახარშს 2 ჩ/კ გლიცერინი და 2-3 კვირის განმავლობაში შეიზილეთ თმის ძირებში.
თმის ცვენის სამკურნალო მცენარეული საშუალება
- საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ და გაწურეთ
- წვენს დაამატეთ 100გ ალოეს ფოთლის წვენი, 1/4 ჭიქა აბუსალათინის ზეთი, 1/2 ჭიქა ლიმონის წვენი.
- აურიეთ ეს კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
- მიღებული ნაზავი შეიზილეთ თავის კანში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, ზემოდან კი ნაქსოვი ქუდი. ერთი საათის შემდეგ თავი დაუბანეთ.
- ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ თავის ყოველი დაბანის წინ 2-3 თვეში გამელოტებულ ადგილზე თმა ამოვა და სწრაფად დაიწყებს ზრდას.
ექიმის კომენარი: რეცეპტში შემავალ კომპონენტებს აქვთ ადგილობრივი ანტიანთებითი, ქსოვილთა რეგენერაციული, ანტიბაქტერიული, მკვებავი ეფექტი.
ხახვი, ალოე და ლიმონი ვიტამინებით მდიდარი მცენარეებია,რომელთაც სხვა ბიოაქტიური ნივთიერებების შემცველობის გამო მრავალმხრივი სამკურნალო მოქმედება ახასიათებთ.
აბუსალათინის ზეთი ზოგადად საფაღართო საშუალებაა თუმცა იგი მედიცინაში გარეგან საშუალებადაც გამოიყენება დამწვრობების, წყლულების სამკურნალოდ, კანის დასარბილებლად, თმის გასამაგრებლად.
თუ თმის ცვენა გამოწვეულია ადგილობრივი ანთებითი, ინფექციური ან დესტრუქციული პათოლოგიური პროცესებით, ეს ნარევი მართლაც გიშველით. თუმცა ნეგატიური ალოპეციის (გამელოტების), აგრეთვე ზოგადი პათოლოგიით გამოწვეული სიმელოტის დროს შესაძლოა შედეგი ვერ მიიღოთ.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- როგორ მოქმედებს ხახვი თმის ცვენის წინააღმდეგ?
ხახვში შემავალი ფიტონციდები და სულფიდები ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს თმის ფოლიკულების გაძლიერებას და ახალი თმის ზრდას. - შეიძლება თუ არა ხახვის გამოყენება მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის?
ხახვი საკმაოდ ძლიერია, ამიტომ მგრძნობიარე კანის მქონე პირებმა უნდა ჩაატარონ ალერგიული ტესტი – წაისვან მცირე რაოდენობა ხელის მაჯაზე და დაელოდონ 15-20 წუთი. - რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ხახვის ნიღბები?
კვირაში 1-2-ჯერ რეგულარული გამოყენება საუკეთესო შედეგს მოგცემთ, თუმცა გადაჭარბება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა თმის ზედმეტად გაშრობა გამოიწვიოს.
რჩევა რედაქციისგან: კვლევები ცხადყოფს, რომ ხახვის ექსტრაქტი ეფექტურად ამცირებს თმის ცვენას და აუმჯობესებს თმის სიმკვრივეს (Journal of Dermatology, 2002). გარდა ამისა, ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორიცაა თაფლი, ალოე და აბუსალათინის ზეთი, აძლიერებს მის სამკურნალო თვისებებს. რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს თმის ძირების გაძლიერებას და ზრდის პროცესის დაჩქარებას. თუმცა, თუ თმის ცვენა გამოწვეულია ჰორმონალური ან გენეტიკური მიზეზებით, შესაძლოა მხოლოდ ბუნებრივმა მეთოდებმა საკმარისი შედეგი არ მოგცეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სამკურნალო მეთოდის გამოყენებამდე ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.