საახალწლო სამზადის ყოველთვის ნომებრიდან ვიწყებ და ვფიქრობ, რა კერძი იდება ჩემს საახალწლო სუფრაზე. ყოველთვის ვცდილობ იყოს საინტერესო და უჩველო.
კერძები ყოველწლიურად იცვლება, მაგრამ ასევე არსებობს ისეთებიც, რომლებიც ყოველთვის სადღესასწაულო მაგიდაზე უნდა იდოს. უდავოა, რომ სალათი “ოლივიე” ყველას მაგიდაზე იქნება, მაგრამ ჩემი აღმოჩენაა სალათი ” დღესასწაულო გემო.”
ეს ის კერძია, რომლის გასინჯვის შემდეგაც ყველა მის რეცეპტს მოითხოვს.
ყველაზე სასიამოვნო რამ ამ სალათში, გემოს გარდა, არის ის, რომ თქვენ არ მოგიწევთ ზედმეტად არაფრის გარეცხვა და დამუშავება. მისი მომზადებისთვის 5 წუთი საკმარისია.
ჩვენ გთავაზობთ ამ უგემრიელესი სალათის რეცეპტს.
მასალები:
- 0.5 შებოლილი ქათმის მკერდი
- 200 გ სოკო
- 250 გ კიტრის მწნილი
- 150 გ ყველი
- 2 ხახვი
- 3 ს.კ. მაიონეზი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- მზესუმზირის ზეთი
მომზადება:
1. ხახვს მოაშორეთ ქერქი და დაჭერით რგოლებათ.
2. ტაფაზე დაასხით მზესუმზირის ზეთი და მოხრაკეთ ხახვი.
3. ქათამი და ყველი დაჭერით კუბიკებათ.
4. პატარა ნაჭრებათ დაჭერით სოკო და კიტრი.
5. ყველა დაჭრილი ინგრედიენტი მოათავსეთ ერთად კონტეინერში, დაამატეთ გაგრილებული, მოხრაკული ხახვი, მარილი და პილპილი. დაამატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ.
6. სალათი მოათავსეთ ლამაზ თასში, ზემოდან, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოახაროთ გახეხილი ყველი და ოხრახუში. ასევე, სალათის ზემოდან შეგიძლიათ დაადოთ მთლიანი სოკოები, გაფორმებისთვის. ეს მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
7. ესეც ასე, სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით.