გაახალისეთ თქვენი სხეული კივისა და ლიმონის ცხიმების დამწველი სასმელით

21

თუ თქვენ ეძებთ მარტივ და ეფექტურ გზას ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, მაშინ ეს კოქტეილი აუცილებლად უნდა სცადოთ! კივი, ლიმონი და მწვანილი – ეს ინგრედიენტები ერთად ქმნიან სასარგებლო და გემრიელ სასმელს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ცხიმების დაწვას. გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები და მიირთვით კოქტეილი სწორად, რათა მიიღოთ მაქსიმალური შედეგი!

მანამ სანამ კოქტეულის მომზადებას შეუდგებოდეთ, გაითვალისწინეთ ვივიენის რედაქციის მიერ შემოთავაზებული რჩევები:

  • თუკი რეცეპტის მიხედვით კოქტეილს წყალი ემატება, უმჯობესია დაამატოთ გაყინულ მდგომარეობაში.. სწორედ ამ სახითაა ის მეტად ეფექტური ორგანიზმისთვის და გვეხამრება ზედმეტი კალორიების მოშორებაში.
  • კოქტეილის დალევა აუცილებელია მისი დამზადებისთანავე. ამიტომ ის თქვენ დიდი დოზებით არ უნდა დაამზადოთ, მხოლოდ ერთი პორცია მოამზადეთ.
  • გასახდომი კოქტეილის დალევა საჭიროა წახემსებების მაგიერ, ნუ შეათავსებთ მას საკვების მიღებასთან.
  • თუკი კოქტეილი შეიცავს უარყოფითი კალორიულობის პროდუქტებს, მაშინ შესაძლებელია მიირთვათ მაღალკალორიული საკვები კოქტეილის დალევამდე ან მის შემდეგ?! – არა სწორი კვების პრინციპი ყველა შემთხვევაში უნდა დაიცვათ!
  • ცხიმების მწველი კოქტეილი არ წარმოადგენს წონაში კლების ერთადერთ საშუალებას.

თქვენ ალბად გაგიგიათ, რომ კივი ეფექტურად წვავს და ადნობს ცხიმგროვებს. ეს კოქტეილი კი დაგეხმარებათ ზამთრის მერე ორგანიზმი წესრიგში მოიყვანოთ, არა მხოლოდ გარეგნულად არამედ შინაგანადაც.

ინგრედიენტები ერთი პორციისთვის:

  • 1 კივი
  • რგოლებად დაჭრილი ლიმონის 2 ნაჭერი კანით.
  • 8-10 ოხრახუშის ფოთოლი ტოტების გარეშე
  • 6-8 პიტნის ფოთოლი
  • 100 მლ სუფთა, არა გაზირებული წყალი.
  • სურვილის შემთხვევაში 1-2 ჩ.კ თაფლი

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული და ნაჭრებად დაჭრილი კივი მოათავსეთ ბლენდერში, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიტოვოთ კივი გაფორმებისათვისაც.
  2. ვამატებთ ბლენდერშივე ლიმონის 2 წვრილ ნაჭერს და ოხრახუშს, პიტნის ფოთლებს.
  3. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლიც.
  4. ვასხავთ წყალს და ვაბლენდერებთ პიურეს კონსისტენციის მიღებამდე.

გადავასხათ ბოკალში, გავაფოროთ კივის ნაჭრით და პიტნის ფოთოლით და დავტკბეთ! გაუზიარეთ ეს ცხიმების მწველი უგემრიელესი კოქტეილი თქვენს მეგობრებსაც, ასევე დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები და მოგვიყევით თქვენ რა საშუალებებს იყენებთ ცხიმების დასაწვავად.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. შეიძლება თუ არა ამ კოქტეილის ყოველდღიურად დალევა?
    დიახ, შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ დაბალანსებული კვება.
  2. შეიძლება თუ არა კოქტეილის წინ ან შემდეგ მაღალკალორიული საკვების მიღება?
    არა, კოქტეილი არ ანეიტრალებს არაჯანსაღი საკვების ეფექტს, ამიტომ საჭიროა სწორი კვების პრინციპების დაცვა.
  3. რა უპირატესობა აქვს გაყინული წყლის დამატებას?
    გაყინული წყალი ორგანიზმს მეტ ენერგიას ახარჯინებს მის გათბობაზე, რაც მეტ კალორიას წვავს.

რჩევა რედაქციისგან:კვლევები ცხადყოფს, რომ კივი, ლიმონი და მწვანილი ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის გააქტიურებას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას. [American Journal of Clinical Nutrition]-ის მონაცემებით, კივი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ხელს უწყობს ცხიმების დაჩქარებულ წვას. გარდა ამისა, [Journal of Food Science]-ის კვლევის მიხედვით, ლიმონის მჟავიანობა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამცირებს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას. ამიტომ, ეს კოქტეილი არა მხოლოდ წონის კლებას უწყობს ხელს, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებასაც.