ფილტვების დეტოქსი: საუკეთესო რეცეპტი მწეველებისთვის და მათთვის, ვინც თამბაქოს თავი დაანება

17

მწეველებისთვის და იმათთვის, ვინც სიგარეტს თავი დაანება, ფილტვების გასუფთავება აუცილებელი პროცესია. თამბაქოს კვამლი, ნიკოტინი და ფისი ორგანიზმში გროვდება და სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ფილტვების გაწმენდა არა მხოლოდ სუნთქვის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ ამცირებს მომავალში შესაძლო გართულებების რისკსაც. ამ სტატიაში ვივიენის რედაქცია გიზიარებთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ფილტვების დეტოქსში და ორგანიზმის გაჯანსაღებაში.

მოცემული რეცეპტი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ფილტვების გაწმენდაში არამედ შემდგომი გართულებების თავიდან არიდებაშიც.

ინგრედიენტები:

  • კოჭას ფესვი (დაახლოებით 2,5 სმ სიგრძის)
  • 2 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 400გ შქარი ან თაფლი
  • 400გ ხახვი
  • 1 ლიტრი წყალი

მომზადების წესი:

  1. აადუღეთ წყალი და დაუმატეთ შაქარი
  2. თუკი თქვენ თაფლის გამოყენება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ის ბოლოს უნდა დაამატოთ.
  3. გახეხეთ კოჭას ფესვი, დაჭერით ხახვი და დაუმატეთ ადუღებულ წყალში.
  4. როდესაც წყალი კვლავ წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს და დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი.
  5. შემდეგ უბრალოდ ადუღეთ ეს ნაზავი ნელ ცეცხლზე მანამ სანამ მისი მოცულობა არ განახევრდება.
  6. მიღებული ნაყენი გაფილტრეთ და გადაასხით ქილაში.
  7. დაელოდეთ გაცივებას და შეინახეთ ქილა მაცივარში

გამოყენების წესი:
მიირთვით მიღებული ნაყენი 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში ორჯერ: დილით უზმოზე და სადილის ან სამხარის შემდეგ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რატომ არის მნიშვნელოვანი ფილტვების გაწმენდა?
    ფილტვების დეტოქსი ეხმარება ორგანიზმს ნიკოტინის, ფისისა და ტოქსინების გამოდევნაში, აუმჯობესებს სუნთქვის სისტემას და ზრდის ენერგიის დონეს.
  2. რამდენ ხანში იგრძნობა შედეგი?
    რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, სუნთქვა და საერთო ჯანმრთელობა შეიძლება გაუმჯობესდეს უკვე რამდენიმე კვირაში.
  3. შეიძლება თუ არა ეს რეცეპტი იყოს ალტერნატივა სამედიცინო მკურნალობისთვის?
    ეს ნაყენი სასარგებლოა, მაგრამ არ ცვლის ექიმის რეკომენდაციებს. თუ გაქვთ სერიოზული სასუნთქი პრობლემები, აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან.

რჩევა რედაქციისგან:კვლევების თანახმად, კოჭა და კურკუმა ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში. მაგალითად, “National Center for Biotechnology Information”-ის კვლევის მიხედვით, კურკუმას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ფილტვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, “Journal of Traditional and Complementary Medicine”-ის მონაცემებით, კოჭას ფესვი ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაწმენდას და გაძლიერებას. ეს რეცეპტი ხელს შეუწყობს ფილტვების გაწმენდას და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.