თმის გასწორება სახლის პირობებში – ხანგრძლივი ეფექტი 14 დღემდე

24176

თმის ლამინირება და კერატინით გასოწრება სილამაზის სალონის ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა. გოგონები მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ სრულლყოფილი და ჯადოსნური ეფექტისთვის. მაგრამ ღირს კი ეს ყველაფერი?

ამ პროცედურის ეფექტი გრძელდება არაუმეტეს 3 კვირისა. მაქსიმალური ეფექტის მიღწევა მხოლოდ მესამე პროცედურის შემდეგაა შესაძლებელი. როდესაც ეფექტი ქრება, თმის მოცულობა განადგურებულია, რაც იწვევს თმის სტრუქტურის გაუარესებას.

ჩვენ გთავაზობთ ბუნებრივ მეთოდს, რომლის ეფექტი 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მასალები:

  • 100 გ ქოქოსის რძე (კარაქი არა)
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1.5 ს.კ. კარტოფილის სახამებელი

მომზადება:

1. შეურიეთ სახამებლის და ლომონის წვენი. კარგად აურიეთ, თუმცა არ უნდა გახდეს ერთიანი სითხე.

2. ეს ნარევი მოათავსეთ ცეცხლზე, დაამატეთ ქოქოსის რძე და ზეითუნის ზეთი. დატოვეთ გაზზე, თუმცა არ წამოადუღოთ.

3. ეს სითხე წაისვით სუფთა, ნოტიო თმაზე. ყურადღებით გადაანაწილეთ მთელს თავზე, დაუხურეთ ცელოფნის ქუდი და ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ ნიღაბი 45 წუთით, შემდეგ კი დაიბანეთ სულფატისთან თავისუფალი შამპუნით.

ეფექტს პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ. თმა აბრეშუმივით გახდება და იქნება ძალიან დამყოლი. გაუზიარეთ ეს ეფექტური მეთოდი თქვენს მეგობრებსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს