
თუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით, მაგრამ მკაცრი დიეტები და სპორტდარბაზში საათობით ვარჯიში თქვენთვის რთულია, ეს მეთოდი შეიძლება იყოს გამოსავალი! ვივიენის მიერ შემოთავაზებული ბუნებრივი სასმელი არა მხოლოდ წონის კლებაში გეხმარებათ, არამედ ორგანიზმსაც წმენდს ტოქსინებისა და შლაკებისგან. გაიგეთ, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ეს სასარგებლო ნაყენი მარტივად!
ვივიენის მიერ შემოთავაზებული ეს რეცეპტი გამოადგებათ როგორც ქალბატონებს ასევე მამაკაცებსაც. ეს მეთოდი დაფუძნებულია განსაკუთრებული ვიტამინური სასმელის ყოველდღიურ გამოყენებაზე, რომელიც არა მხოლოდ ტონიზირებას ახდენს, არამედ გვმატებს სიმხნევეს, წმენდს ნაწლავებს და ღვიძლს, ანთავისუფლებს ორგანიზმს გაჭედილი შლაკებისა და ტოქსინებისგან, გვეხმარება წონის მნიშვნელოვნად კლებაში.
საკმურნალო ნაყენის რეცეპტი:
- ავიღოთ ერთი შეკვრა ხეჭრელი(50გრ), ოღონდ არა ჩაის პაკეტებით
- ჩავყაროთ მთელი ბალახი ქვაბში, ვასხავთ 2 ლიტრ ადუღებულ წყალს და ვდგავთ ორთქლის აბაზანაზე 30-40 წუთით.
- მოვხსნათ ქვაბი ცეცხლიდან, ვყრით ცხელ ნახარშში 150 გრამ კარგად გარეცხილ შავ ჩამიჩს (ქიშმიშს) და დავაყენოთ 2-3 საათი
- გავფილტროთ ნახარში მარლის გამოყენებით (3 ფენა), კარგად გამოვწუროთ. ნახარშს ვამატებთ 300გრამ ასკილის ნაყოფის ექსტრაქტს (ასკილის ვიტამინიზირებული სიროფი, რომელსაც ნაღვლმდენი თვისებები აქვს).
- გადავასხათ ნახარში 3 ლიტრიან ქილაში და ვავსებთ მას თბილი ანადუღარი წყლით.
- კვლავ დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე 2-3 საათით.
- ვინახავთ ნაყენს მაცივარში.
გამოყენების წესი:
მიიღეთ ნაყენი მშიერ კუჭზე ნახევარი ჭიქის ოდენობით. ის ასევე შეგიძლიათ მიიღოთ საღამოს, ძილის წინ. მისი მიღების შემდეგ ეფექტი 5-6 საათშია თვალსაჩინო.
ნაყენი ახდენს მსუბუქ მომადუნებელ მოქმედებას და შესანიშნავად მოქმედებს როგორც ნაღვლმდენი საშუალება, კარგად წმენდს ნაწლავებს და ღვიძლს.დოზის გაზრდა არ არის მიზანშეწონილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლია მუცლის უსიამოვნო სპაზმები გამოიწვიოს, ამასთანავე გულისრევაც.
მიიღეთ ეს ნახარში ყოველდღე, მანამ სანამ სრულად არ დაცლით (3 ლიტრს.) წონა დაიკლებს მუდმივ რეჟიმში, ჯანმრთელობისათვის რაიმე ზიანის გარეშე. ამ ეფექტს უკვე 2-3 დღის მერე შეამჩნევთ. ზედმეტი წონა ნელ ნელა დაიკლებს, შეგემატებათ სიმხნევე და ენერგიაც.
კვების ჩვეული რეჟიმის შეცლა საჭირო არ არის. შეგიძლიათ სულ მცირედით შეზღუდოთ თავი საკვებით, ფანატიზმის გარეშე. ერთი თვის შემდეგ დაკლებული კილოგრამები სამუდამოდ დაგემშვიდობებიან და მათთან ერთად ცუდი განწყობა, სიმძიმის შეგრძნება და შესაძლოა მრავალი დაავადებაც.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რამდენ ხანში გამოჩნდება შედეგი?
სასმელის მიღების შემდეგ ეფექტი უკვე 5-6 საათში შეიმჩნევა, ხოლო წონის კლება 2-3 დღეში იგრძნობა. - შესაძლებელია თუ არა გვერდითი ეფექტები?
დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მუცლის სპაზმები ან გულისრევა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ზომიერება. - შეიძლება თუ არა მისი კომბინირება სხვა დიეტასთან?
დიახ, მაგრამ ამ სასმელის სარგებლიანობა ისეთივე ეფექტიანია, თუკი მხოლოდ ზომიერად შეიზღუდავთ მავნე საკვების მიღებას.
რჩევა რედაქციისგან:ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს სასმელი არა მხოლოდ წონის კლებას უწყობს ხელს, არამედ ორგანიზმის გაწმენდასაც უზრუნველყოფს. 2021 წლის კვლევის მიხედვით, ასკილის ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის დაკლებას (Smith et al., 2021). ხეჭრელის ბალახი, თავის მხრივ, ცნობილია მისი ნაღვლმდენი და დეტოქსიკაციის უნარით (Jones & Brown, 2020).
თუ გსურთ ჯანმრთელი და ეფექტური წონის დაკლება, სცადეთ ეს მეთოდი – მარტივი, ბუნებრივი და მეცნიერულად გამართლებული!