
შავი პილპილის ეთერზეთი არამარტო სასიამოვნო არომატით გამოირჩევა, არამედ მრავალი სასარგებლო თვისებაც აქვს. ის შეიცავს A, K ვიტამინებსა და ისეთ მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი და სელენი, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამ სტატიაში გაგაცნობთ ოთხ ეფექტურ ხალხურ რეცეპტს, რომელთა მთავარი ინგრედიენტი სწორედ შავი პილპილის ეთერზეთია.
გარდა ამისა, მასში შედის დიდი რაოდენობით კალციუმი, კალიუმი და სელენი. კალციუმი სასარგებლოა ძვლებისთვის, ხოლო კალიუმი არეგულირებს არტერიულ წნევას, რაც შეეხება სელენს, ის ძალიან მნიშვნელოვანია ძვლებისა და ფრჩხილების ფორმირებისთვის, თმის ფოლეკულების და კბილებისთვის, ასევე თავის ტვინის სწორი ფუნქციონირებისათვის.
ამ სტატიაში ვივიენის რედაქცია წარმოგიდგენთ 4 სასარგებლო ხალხურ რეცეპტს, რომელთა მთავარი ინგრედიენტი სწორედ შავი პილპილის ეთერზეთია. შემოთავაზებული რეცეპტები კანის დატენიანების საუკეთესო საშუალებებია:
წიწაკა და იოგურტი. ამქერცლავი ეფექტი.
- გააერთიანეთ ერთი სუფრის კოვზი შავი პილპილი და ორი კოვზი იოგურტი.
- კარგად გადაურიეთ.
- ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ წაისვით ის სუფთა კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ბოლოს კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.ეს ამქერცლავი ნიღაბი გაწმენდს თქვენს კანს, მოგაშორებთ ნებისმიერ მუქ ლაქას და შესძენს ბზინვარებას თქვენს კანს.
ნიღაბი პილპილით და თაფლით. აკნესთან საბრძოლველად.
საჭირო ინგრედიენტები:
- 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა.
- კვერცხის ცილა (წინასწარ ათქვეფილი).
- 1 სუფრის კოვზი თაფლი.
- შეურიეთ ინგრედიენტები და წაისვით ნიღაბი სახეზე.
- გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ სახე.
ეს ნიღაბი დაგეხმარებათ სახის კანის აკნესგან და ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში.
პილპილის ეთერზეთი – ცელულიტთან საბრძოველად.
თქვენ დაგჭირდებათ 100მლ ტანის კრემი და 3-4 წვეთი შავი პილპილის ეთერზეთი. ჩაამატეთ ეთერზეთი კრემში და შეიზილეთ ის პრობლემურ ზონებში ყოველ დილით და საღამოს.
ანტი ცელულიტური ზეთი ტანისათვის.
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი.
- 2 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი/ ყურძნის თესლის ზეთი.
- 4 წვეთი შავი პილპილის ეთერზეთი.
შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი და შეიზილეთ ნაზავი სხეულზე დღეში ორჯერ აბაზანის მიღების შემდეგ. ეს ზეთი ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის ტონს და ამავდროულად ამცირებს ცელულიტს და ცხიმგროვებს.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- შეიძლება თუ არა შავი პილპილის ეთერზეთის პირდაპირ კანზე გამოყენება?
არა, მისი გამოყენება რეკომენდებულია სხვა ზეთებთან ან კრემებთან შერევით, რათა თავიდან ავიცილოთ კანის გაღიზიანება. - აქვს თუ არა შავი პილპილის ეთერზეთს ანტიბაქტერიული მოქმედება?
დიახ, ის ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით და შეიძლება გამოყენებულ იქნას აკნეს წინააღმდეგ. - როგორ შევინახოთ ეთერზეთი სწორად?
შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას მინის ბოთლში, რათა არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები.
რჩევა რედაქციისგან:შავი პილპილის ეთერზეთი მრავალმხრივი ინგრედიენტია, რომელიც კანის გაწმენდისა და ცელულიტის შემცირების უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. კვლევების თანახმად, მისი აქტიური კომპონენტები ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას (Smith et al., 2021). ასევე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შავი პილპილი ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს, რაც სასარგებლოა აკნეს საწინააღმდეგოდ (Johnson & Lee, 2020). თუ ბუნებრივი კოსმეტიკა გაინტერესებთ, სცადეთ ეს რეცეპტები და იხილეთ შედეგები!