
ჰიპერტონია დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჯანმრთელობის პრობლემას, რომელსაც იწვევს მოწევა, მარილიანი საკვების გამოყენება, სიმსუქნე, სტრესი და ნორმალური ძილის არქონა. გარდა ამისა, თუკი თქვენს ოჯახში ეს დაავადება ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა, თქვენ ვალდებული ხართ მას სერიოზულად მიაქციოთ ყურადღება. ვივიენის რედაქციას სურს გაგიზიაროთ რჩევა, თუ როგორ დავწიოთ მაღალია რტერიული წნევა სრულიად უსაფრთხო მეთოდით. ეს საშუალება აღმოაჩინა ჩინელმა ექიმმა ლი ჰუნ სენმა.
- პუნქტი 1-2.
ეს არის ხაზი, რომელიც იწყება ყურის ხრტილიდან და გრზელდება კისრის ხაზის შუა ნაწილამდე. თქვენ მას ძლიერად არ უნდა დააწვეთ. თქვენ ფრთხილად უნდა დაალაგო თითის ბალიშები ამ ხაზს. გაიმეორეთ ეს პროცედურა 10 ჯერ ორივე მხარეს. - პუნქტი 3.
ეს ხაზი იწყება ყურის ბიბილოდან და მიდის პირდაპირ ცხვირისკენ. 1 წუთის განმავლობაში თქვენ უნდა დაიმასაჟოთ ეს ხაზი თითის ბალიშებით.
ჩინელი მკურნალი ამტკიცებს, რომ ამ მასაჟს გასაოცარი ეფექტი აქვს და ნამდვილად არეგულირებს მაღალ წნევას.
არ დაიზაროთ დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრებები და გამოცდილება კომენტარების სახით, მოგვიყევით თუ თქვენც იცით რაიმე სასარგებლო ხერხის შესახებ ამ პრობლემასთან საბრძოლველად. ასევე გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რამდენჯერ უნდა ჩავიტაროთ ეს მასაჟი?
რეკომენდებულია დღეში 2-3-ჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გრძნობთ წნევის მომატებას. - მართლა მოქმედებს ეს ტექნიკა?
ჩინური მედიცინის მიხედვით, მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ნერვული სისტემის დასტაბილურებას, რაც ეხმარება წნევის რეგულირებას. - შეიძლება თუ არა ამ მეთოდის გამოყენება მედიკამენტების ნაცვლად?
მასაჟი ეხმარება წნევის დროებით დარეგულირებას, მაგრამ თუ გაქვთ ქრონიკული ჰიპერტონია, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღება.
რჩევა რედაქციისგან:ჩინური მედიცინის მიხედვით, მასაჟი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და წნევის ბუნებრივ რეგულირებაში. 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აკუპრესურა და მასაჟი შეიძლება იყოს ეფექტური დამატებითი მეთოდი ჰიპერტონიის მართვისთვის, განსაკუთრებით ცხოვრების წესის ცვლილებებთან ერთად (Journal of Traditional Chinese Medicine, 2021).
ასევე, 2023 წელს ამერიკის კარდიოლოგიურმა ასოციაციამ აღნიშნა, რომ სტრესის მართვა და რელაქსაციის ტექნიკები, როგორიცაა მასაჟი, ხელს უწყობს ჰიპერტონიის შემცირებას და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას (American Heart Association, 2023).
ამ მარტივი და უსაფრთხო ტექნიკის რეგულარულად გამოყენებით, შეგიძლიათ შეამციროთ ჰიპერტონიის რისკი და გააუმჯობესოთ თქვენი საერთო ჯანმრთელობა.