
ძველმა ბერძენმა ექიმმა თქვა, რომ “სიკვდილი მსხვილი ნაწლავიდან იწყება”. დღეს კი თანამედროვე მედიცინა იგივეს ფაქტებით ადასტურებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი დგას ამ პრობლემის წინაშე. აი ყველაზე გავრცელებული დაავადებების სია, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ნაწლავებთან:
- მსხვილი ნაწლავის გაღიზიანებულობის სინდრომი;
- კრონის დაავადება;
- ყაბზობა;
- კოლიტი;
- მჟავის რეფლუქსი;
დღეს ვივიენის რედაქცია გაგიზიარებთ გასაოცარ საშუალებას, რომელიც ეფექტურად გაწმენდს თქვენს ნაწლავებს. ეს საშუალება მდიდარია ვიტამინებით, საკვები ნივთიერებებით და ბოჭკოებით, რომლებიც გამოდევსნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და აჯანსაღებს ნაწლავებს.
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი;
- 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი (სალვია, Salvia hispanica);
- 1 სუფრის კოვზი სელის თესლი;
- 1 ვაშლი;
მომზადების წესი:
ბლენდერის დახმარებით კარგად გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი. მიირთვით მიღებული ნაყენი მშიერ კუჭზე და თქვენ მოიშორებთ ტოქსინურ ნარჩენებს.
ჩიას თესლი მდიდარია ცილებით, საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებით, ომეგა-3_ის ცხიმოვანი მჟავებით და ბოჭკოებით, რაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტებისათვის და ჯანმრთელი გულისათვის.
თაფლს ახასიათებს ანტისეპტიკური, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვსიებები. ის გვიცავს მსხვილი ნაწლავის კიბოსგან.
სელის თესლი მდიდარია ომეგა-3_ის ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და ბოჭკოებით.
ვაშლი მდიდარია ხსნადი და უხსნადი ბოჭკოებით, რაც სტიმულირებს მსხვილი ნაწლავის მუშაობას.
ჯანმრთელი ნაწლავები თქვენი საერთო ჯანმრთელობის გარანტიაა! გარდა ამისა, ამ ნაყენის გამოყენება ასევე გაგიუმჯობესებთ ტვინის მუშაობას, კანის მდგომარეობას და ზოგადად ჯანმრთელობას.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რატომ არის ნაწლავების დეტოქსი ასეთი მნიშვნელოვანი?
ნაწლავების გაწმენდა ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში, საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში და ენერგიის მომატებაში. - რამდენჯერ უნდა მივიღოთ ეს ნაყენი?
რეკომენდებულია მისი მიღება დილაობით, მშიერ კუჭზე, 5-7 დღის განმავლობაში, საუკეთესო შედეგისთვის. - შეიძლება თუ არა ამ ნაყენის მიღება ორსულობის ან ქრონიკული დაავადებების დროს?
უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის გავლა, თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება ან იღებთ მედიკამენტებს.
რჩევა რედაქციისგან:მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის იმუნურ სისტემასა და ზოგად კეთილდღეობასთან. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოჭკოს მაღალი შემცველობა (რომელიც გვხვდება ჩიაში, სელის თესლსა და ვაშლში) მნიშვნელოვნად ამცირებს ნაწლავური დაავადებების რისკს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს (Journal of Gastrointestinal Health, 2022).
მეორე კვლევამ, რომელიც 2023 წელს ჩატარდა, დაადგინა, რომ თაფლის ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის გაჯანსაღებას და ხელს უშლის მავნე ბაქტერიების ზრდას (International Journal of Natural Medicine, 2023).
ამ მარტივი, მაგრამ ეფექტური ნატურალური ნაყენის მიღება დაგეხმარებათ ნაწლავების გაწმენდაში, საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში და ენერგიის მომატებაში!