
მიღებულია მოსაზრება, რომ ყურები თვითგამწმენდი ორგანოებია და დაცემინებისას, ღეჭვისას და ხველებისას ყურის გოგირდი დამოუკიდებლად გამოიდევნება გარეთ.
მიუხედავად ამისა, რიგ შემთხვევებში გოგირდი ყურის არხში ხვდება და საცობად გარდაიქმნება. ამ დროის აუცილებელია ყურის გამორეცხვის პროცედურის ჩატარება.
ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება ამ პრობლემის გადასაჭრელად წყალბადის ზეჟანგის ხსნარია. მიმართეთ ამ საშუალებას დაუყონებლივ, როგორც კი ყურის დაგუბების უსიამოვნო განცდა გაგიჩნდებათ!
როგორ გამოვირეცხოთ ყურები
- ამ პროცედურისთვის გაურიეთ გამოხდილი წყალი და 3%_იანი წყალბადის ზეჟანგი თანაფარდობით 1:1_თან.
- პიპეტის დახმარებით ჩაიწვეთეთ 3 წვეთი ეს ხსნარი ჯერ ცალ ყურში, ხოლო შემდეგ – მეორეში.
- გადახარეთ თავი გვერდულად, მხრის პარალელურად, რათა ყურში ჩაწვეთებული სითხე არ გადმოგეღვაროთ. დაიჭირეთ თავი ამ მდგომარეობაში მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში.
- ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოხარეთ თავი საპირისპირო მხარეს, რათა ზედმეტი სითხე გადმოიღვაროს, ხოლო შემდეგ გაიწმინდეთ ნიჟარა ხელსახოცის დახმარებით. ამ პროცედურის დროს ბამბის ჩხირებით სარგებლობა არ არის რეკომენდირებული.
- გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე ყურისთვის.
როგორც წესი, წყალბადის ზეჟანგი ეფექტურად უმკლავდება გოგირდის საცობებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პირველი პროცედურის შემდეგ შვება ვერ იგრძენით, გაიმეორეთ იგი ყოველდღიურად 3 დღის განმავლობაში.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რა სიმპტომებია ყურის გოგირდოვანი საცობის დროს?
ყურების დაგუბება, სმენითი აღქმის დაქვეითება, ზოგჯერ ქავილი ან თავის ტკივილი. - რატომ არ არის რეკომენდირებული ბამბის ჩხირების გამოყენება?
ბამბის ჩხირებით გოგირდი უფრო ღრმად იჭრება ყურში და ქმნის უფრო მყარ საცობს. - რამდენად უსაფრთხოა წყალბადის ზეჟანგი?
3%-იანი ხსნარი უსაფრთხოა, თუ სწორად გამოიყენებთ და ზედმეტად ხშირად არ გაიწმენდთ ყურებს.
რჩევა რედაქციისგან:კვლევები აჩვენებს, რომ წყალბადის ზეჟანგი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია ყურის გასაწმენდად (Journal of Otolaryngology, 2021). ამასთან, ბამბის ჩხირების გამოყენება სმენის პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია (British Medical Journal, 2022).
თუ ყურის დაგუბება შეგაწუხებთ, სცადეთ ეს მარტივი მეთოდი! ხოლო თუ პრობლემა გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს