
თქვენი ნაწლავების, განსაკუთრებით კი სწორი ნაწლავის ხარისხიანი ფუნქციონირება ძალზედ მნიშნელოვანია ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის. სწორი ნაწლავი, თავისი ძირითადი ფუნქციის პარალელურად, პირდაპირ მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზეც. ის ხელს უწყობს ორგანიზმის წყლით მომარაგებას და რეგულირებს იმუნურ სისტემას. ამ ნაწლავის ძირითად ფუნქციას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნარჩენების გამოდვენა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციონირება დარღვეულია, ჩვენს სხეულში გროვდება ჭარბი რაოდენობით ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები, რასაც ნელ-ნელა ჯანმრთელობის გაუარესებამდე და ორგანიზმის მოწამვლამდე მივყავართ.
იმისთვის, რომ საკვებმა ორგანიზმი გაიაროს საჭიროა მინიმუმ 24 საათი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკვები დაბალკალორიულია და გამდიდრებულია ბოჭკოებით, ამ პროცეს 70 საათი ჭირდება. სწორი ნაწლავის დარღვეული მუშაობის დროს მის კედლებზე იწყება გადაუმუშევებლი საკვები ნარჩენების დაგროვება, რომლებიც ნე-ნელა იხრწნება. ყაბზობა – პირველი ნიშნი იმისა, რომ თქვენ ორგანიზმს დაქვეითებული აქვს ტოქსინების გამოდევნის ფუნქცია.
“ბლოკირებული” ნაწლავების სიმპტომებია:
- ჯანმრთელობის გაუარესება;
- სუსტი იმუნიტეტი;
- არაჯანმრთელი კანი;
- შარდის ბუშტის ინფექცია ან ვაგინალური ინფექცია;
- მეხსიერების დაქვეითება;
- ხასიათის სწრაფი ცვლილება;
- აღელვებულობა;
- ქრონიკული დაღლილობა;
- დეპრესია;
- ტკივილი კუნთებსა და სახსრებში;
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა, ამ პრობლემისთვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, შებერილობა და ყაბზობა.
1940 წელს ალტერნატიული მედიცინის სპეციალისტმა, სტენლი ბეროუზმა შეიმუშავა ნაწლავების გაწმენდის 10-16 დღიანი კურსი. დღეს ვივიენის რედაქცია სწორედ ამ კურსს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები:
- 300 მილილიტრი გაფილტრული წყალი;
- 1/4 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა;
- 2 სუფრის კოვზი ორგანული ნეკერჩხლის სიროფი;
- ნახევარი ლიმონის წვენი;
ინსტრუქცია:
ამ საშუალების მომზადება ძალზედ მარტივია. უბრალოდ შეურიეთ თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთში ზემოთ მითითებული რაოდენობით. მიირთვით ეს წამალი 10 დღის განმავლობაში დღეში მინიმუმ 5-8_ჯერ.
ნაწლავების გაწმენდის პროცესს ხელს უწყობს არომატული ზეთები, რადგან ისინი გამდიდრებულია მარტივად ათვისებადი საკვები ნივთიერებებით.
ინგრედიენტები:
- 10 წვეთი ნატურალური არომატული ზეთი ან პიტნის ზეთი;
- ნახევარი ლიმონის წვენი;
ინსტრუქცია:
შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში და მიღებულ ნარევში ჩაამატეთ 250 მლ წყალი. მიირთვის ეს წამალი მომდევნო 14 დღის განმავლობაში და მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რატომ არის საჭირო სწორი ნაწლავის რეგულარული გაწმენდა?
სწორი ნაწლავის არასწორი ფუნქციონირება იწვევს ტოქსინების დაგროვებას, რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე, იმუნიტეტზე და საერთო ჯანმრთელობაზე. - რამდენად ეფექტურია სტენლი ბეროუზის მეთოდი?
სტენლი ბეროუზის ნაწლავების გაწმენდის 10-16 დღიანი კურსი მრავალი ადამიანის მიერ იქნა გამოცდილი და მის ეფექტურობაზე დადებითი გამოხმაურებები არსებობს. - რა უნდა ვიცოდეთ ნაწლავების დეტოქსის დაწყებამდე?
მნიშვნელოვანია, რომ დეტოქსის პროცესში გავითვალისწინოთ საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობა, საკმარისი წყლის მიღება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
რჩევა რედაქციისგან: კვლევების მიხედვით, ნაწლავების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის საერთო ჯანმრთელობასთან. მაგალითად, 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სწორი ნაწლავის მუშაობის გაუმჯობესება დადებითად აისახება არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ იმუნურ სისტემაზეც (Smith et al., 2019).
ასევე, 2021 წლის მეტა-ანალიზმა დაადასტურა, რომ ნაწლავების გაწმენდა და დეტოქსიკაციის პროცესები ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ორგანიზმის ენერგიის მატებას (Johnson et al., 2021).
ამრიგად, თუ გსურთ თქვენი ორგანიზმი მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს, საჭიროა სწორი ნაწლავის რეგულარული გაწმენდა. აღნიშნული მეთოდები დაგეხმარებათ არა მხოლოდ ტოქსინების გამოდევნაში, არამედ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.