გაიწმინდეთ ორგანიზმი მარტივად – ხალხური მეთოდი პარაზიტების წინააღმდეგ

215

ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ბინადრობს 1 000-ზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმი. სამწუხაროდ, მათგან ბევრი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები ნელ-ნელა წამლავენ ორგანიზმს, რაც ქრონიკული დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება.

მეცნიერული კვლევების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს ორგანიზმში ჭიები და სხვა პარაზიტები აქვს. ისინი საკვები ნივთიერებებით იკვებებიან, ხოლო მათი ნარჩენები ორგანიზმში ტოქსინებად გარდაიქმნება, რაც იწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს, ალერგიულ რეაქციებს, ქრონიკულ დაღლილობას და სხვა სერიოზულ დაავადებებს. საბედნიეროდ, არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც ორგანიზმის გაწმენდაში დაგვეხმარება.

გაზები, შებერილობა, დიარეა, ტკივილი სახსრებში, გამონაყარი კანზე, სხვადასხვა ალერგიული რეაქციები, ნერვული გაღიზიანება, ძილის დარღვევა, ქრონიკული დაღლილოვა და სხვა ონკოლოგიური დაავადებები სწორედ ამ პარაზიტებითაა განპირობებული.

ხალხური საშუალება ჭიების წინააღმდეგ საბრძოლველად

წელიწადში ორჯერ (ზაფხულსა და შემოდგომაზე) აუცილებელია ორგანიზმის დეზინფექცია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ. ვივიენ_ის რედაქცია გთავაზობთ ჭიების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც აბზინდა წარმოადგენს (ლათ. Artemisia absenthium).

  1. დილით 1 ს.კ აბზინდას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ ქილას თავსაფარი და დააყოვნეთ 20-30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფლიტრეთ თქვენ მიერ მომზადებული ნარევი.
  2. მიირთვით 100 მლ ეს სასმელი დილით, ჭამამდე 20 წუთით ადრე, ხოლო დარჩენილი 100 მლ – საღამოს.
  3. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 3 დღეს. მეტი ეფექტურობისთვის, რეკომენდირებულია ყოველ საღამოს 1 მწიკვი დაფქული მიხაკის მირთმევა და წყლის დაყოლება. აბზინდა კლავს მოზრდილ ჭიებს, ხოლო მიხაკი ანადგურებს მის კვერცხებს.
  4. მკურნალობის 3 დღიანი კურსის დამთავრების შემდეგ საჭიროა გამწმენდი ოყნის გაკეთება: 1-2 ჩ.კ მშრალ ბალახს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ და გააგრილეთ სხეულის ტემპერატურამდე.
  5. 1 კვირის გასვლის შმედეგ კვლავ მიირთვით აბზინდას ნაყენი 3 დღის განმავლობაში იგივე პრინციპით (ამ სამი დღის შემდეგ ოყნის გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს).

აბზინდა – ძლიერმოქმედი მცენარე, რომლის მიღებაც უკუჩვენებითია ორსულთათვის და მეძუძური ქალბატონებისთვის. ამ მცენარის გამოყენება ასევე არ არის მიზანშეწონილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კუჭის წყლულისგან, ენტეროკოლიტისგან, გასტრიტისგან და დაბალი მჟავიანობისგან იტანჯებიან. აბზინდის მიღება დაშვებულია ბავშვებისთვის 12 წელს ზემოთ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რამდენად უსაფრთხოა აბზინდას ნაყენი?
    აბზინდა ძლიერი მცენარეა და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს.
  2. საჭიროა თუ არა მკურნალობის განმეორება?
    დიახ, პირველი კურსის შემდეგ, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, პროცესი უნდა განმეორდეს კიდევ 3 დღე.
  3. შეიძლება თუ არა ბავშვებმა მიიღონ აბზინდა?
    აბზინდას მიღება დასაშვებია 12 წლის ზემოთ ბავშვებისთვის, თუმცა უმჯობესია, წინასწარ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

რჩევა რედაქციისგან:ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მცენარეული პრეპარატები, მათ შორის აბზინდა, ეფექტურად ებრძვის პარაზიტებს (Journal of Herbal Medicine, 2023). გარდა ამისა, მიხაკი ცნობილია თავისი ანტიპარაზიტული მოქმედებით, რაც მის შემადგენლობაში შემავალი უნიკალური ეთერზეთების დამსახურებაა (International Journal of Parasitology, 2022).

ამრიგად, ბუნებრივი მეთოდებით პარაზიტებისგან გათავისუფლება შესაძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია მათი სწორად გამოყენება და კვების ბალანსის დაცვა. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!