
შვრიისა და ქერის ნახარში პოპულარულია მისი ჯანმრთელობის სარგებლის გამო. იგი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოდევნას და კანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მაგრამ როგორ მოქმედებს ის და რამდენად უსაფრთხოა რეგულარული მოხმარებისთვის?
რა ამბობს მეცნიერება?
კვლევების თანახმად, შვრია შეიცავს ბეტა-გლუკანს, რომელიც ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს (LDL) და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას (European Journal of Clinical Nutrition, 2021). ქერის ბურღული კი მდიდარია ბოჭკოებითა და ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უწყობს სისხლის წნევის რეგულაციას და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას.
გარდა ამისა, 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ შვრიის ნახარში ხელს უწყობს სხეულიდან მძიმე მეტალებისა და ტოქსინების გამოდევნას, რაც სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღვიძლის დეტოქსიკაცია სურს.
- 1 ს/კ შვრიას დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი (სასურველია გაფილტრული) და დავაყენოთ მთელი ღამით. თუ თქვენ მაღალი არტერიული წნევისკენ მიდრეკილი ხართ, დაუმატეთ 1 ს/კ ქერის ბურღული.
დილით იგივე წყალი 2 წუთის განმავლობაში ადუღეთ მაღალ ცეცხლზე, თავსახურის გარეშე. შემდეგ დაუკელით ცეცხლს, დაახურეთ ქვაბს თავსაფარი და გააჩერეთ 5 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდაn და დააფარეთ ხელსახოცი. 10 წუთის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი და მიღებული სითხე სვით ჭამის წინ მთელი დღის განმავლობაში. - გარეცხეთ 1 ჭიქა შვრია გულდასმით და დამდუღრეთ თერმოსში, რომელშიც 1 ლიტრი ადუღებული წყალი გაქვთ მოთავსებული. მიღებული ნარევი გაფილტრეთ მიირთვის უზმოზე ყოველდღიურად. აუცილებელა ამ ნახარშის ყოველ ჯერზე თავიდან მომზადება.
მკურნალობის კურსი ორივე რეცეპტის შემთხვევაში 10 დღისგან შედგება. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს კანის ფერს, გამოიდევნების ორგანიზმიდან მარილებს, შლაკებს და ქვიშას.
ხშირად დასმული კითხვები
- მართალია, რომ შვრიის ნახარში ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას?
დიახ! შვრიის ბეტა-გლუკანი ამცირებს LDL ქოლესტერინს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას. - შეიძლება თუ არა მისი ყოველდღიური მიღება?
ზომიერად – დიახ, თუმცა, დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მინერალების არასწორი ბალანსი. - დამატებითი სარგებელი?
ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე.
რჩევა რედაქციისგან:შვრიისა და ქერის ნახარში ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. მისი სარგებლიანობა დასტურდება როგორც ტრადიციული გამოყენებით, ისე სამეცნიერო კვლევებით (NIH, 2021). თუმცა, მნიშვნელოვანია მისი სწორად მიღება და ზომიერება.
თუ უკვე ცდით ამ მეთოდს, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.