უმარტივესი ხრიკი რბილი და გლუვი ქუსლებისთვის – სცადეთ და დატკბით შედეგით.

15

ალბათ დამეთანხმებით, რომ დაბზარული, გაქვავებული და უხეში ქუსლები დიდი საშინელებაა, რომლისგანაც უამარავი ადამიანი იტანჯება…

სპეციალურად ღია ფეხსაცმელების სეზონისთვის ვივიენის რედაქცია გთავაზობთ უებარ საშუალებას, რომელიც ხანმოკლე დროში დაგირბილებთ, დაგიტენიანებთ და გაგილამაზებთ ქუსლებს.

იმისთვის, რომ მოიშოროთ ბზარები და კანის მკვდარი უჯრედები ქუსლებიდან, თქვენ არ მოგიწევთ სალონის სტუმრობა და ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება. ინგრედიენტები, რომლებიც ამ მარტივი საშუალების მოსამზადებლადაა საჭირო, უკვე მოიპოვება თქვენს სახლში.

  1. კარგად შეათბეთ 4 ჭიქა რძე (არ მიიყვანოთ დუღილამდე).
  2.  მოათავსეთ თბილი რძე შესაბამის ჭურჭელში და ჩაალაგეთ მასში ფეხები.
  3. ჩაამატეთ ფეხის ამ აბაზანაში 2 ს.კ საკვები სოდა.
  4. 10-15 წუთის გასვლის შემდეგ დაიმუშავეთ ქუსლები სპეციალური კოსმეტიკური ღრუბლის დახმარებით.
  5. გადაივლეთ ფეხებზე თბილი წყალი, გაიმშრალეთ ქუსლები, წაისვით დამატენიანებელი კრემი და ამოიცვით ბამბის წინდები.

რამდმენიმე პროცედურის შემდეგ თქვენი ქუსლების კანი საოცრად რბილი, გლუვი და ლამაზი გახდება!

რჩევა რედაქციისგან:კვლევები ადასტურებენ, რომ რძე კანის მოვლისთვის ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა. 2018 წელს ჟურნალ Clinical, Cosmetic and Investigational Dermatology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რძის ლაქტიკის მჟავა ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას და კანის დატენიანებას. გარდა ამისა, 2020 წლის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა International Journal of Dermatology-ში, მიუთითებს, რომ სოდა მსუბუქი ექსფოლიაციისა და ანტიბაქტერიული თვისებების გამო, ხელს უწყობს კანის სიჯანსაღის აღდგენას.

ამ მარტივი მეთოდის რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ქუსლების სიმშრალის შემცირებაში, კანის დარბილებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება – თქვენთვის ყველაზე ეფექტური მეთოდები რომელია?