
ყველაზე ხშირად მამაკაცებიცა და ქალბატონებიც ზედმეტი ცხიმების პრობლემას წელის არეში უჩივიან. ეს არა მხოლოდ ულამაზოა ესთეტიური თვალსაზრისით, არამედ ჯანმრთელობისათვისაც საზიანოა. თუკი თქვენ კმაცრი დიეტების დაცვის დრო არ გაქვთ, მაშინ ჩვენ ნამდვილად შევძლებთ სასიამოვნოთ გაგაკვირვოთ.
დიეტოლოგების მტკიცებით საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს რაციონში, რომლის მიღებაც ყოველთვის აუცილებელია. ხოლო ჯანსაღი და ამავდროულად ცხიმების მწვენი საუზმის საიდუმლო მხოლოდ ერთ ინგრედიენტში იმალება – კვერცხი!
გამოკვლევების თანახმად, რომელიც 2008 წელს ჩატარდა, კვერცხი მუცლის არეზე ცხიმების წვისათვის საუკეთესო საკვებ პროდუქტს წარმოადგენს, რადგან ისინი ცილებით არიან მდიდარი.ხოლო იმისათვის, რომ თავს დანაყრებულად გრძნობდეთ სადილამდე სწორედ ცილებით მდიდარი საუზმეა საჭირო.
დიეტოლოგების აზრით ჩვენი საუზმე უნდა შეიცავდეს მინიმუმ 20 გრამ ცილას. ერთ კვერცხში კი 6 გრამი ცილა შედის.
მოხარშული კვერცხი იდეალური საუზმეა, მასში საკმარისი რაოდენობით არის ცილები და მცირე რაოდენობის კალორიები. თუკი თქვენ დაბალანსებული საუზმის მომზადება გსურთ, მაშინ კვერცხი ვაშლთან ერთად მოხარშეთ. კვერცხში დაახლოებით 78 კალორიაა, ხოლო ვაშლში 80 კალორია. შესაბამისად ასეთი საუზმე არა მხოლოდ სასარგებლო იქნება თქვენი ორგანიზმისათვის, არამედ გამაძღრობის შეგრძნება დიდი ხნითაც შეგინარჩუნდებათ, რადგან მასში უამრავი საკვები ნივთიერებაა.
რჩევა რედაქციისგან:კვერცხი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ცილოვანი საკვებია, რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას და მეტაბოლიზმის აჩქარებას. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბალანსებული საუზმე, რომელიც შეიცავს მაღალპროტეინულ ინგრედიენტებს, ხელს უწყობს წონის ეფექტურ შემცირებას და შიმშილის შემცირებას დღის განმავლობაში (Vander Wal et al., 2008).
თუმცა, კვერცხის მოხმარება ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ადამიანებმა, რომლებიც ქოლესტერინის პრობლემებს განიცდიან, უნდა მოერიდონ გადაჭარბებულ მიღებას. დაბალანსებული დიეტისთვის რეკომენდებულია კვერცხი ბოჭკოს შემცველ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა ვაშლი ან ბოსტნეული. თქვენც მიირთმევთ კვერცხს საუზმეზე? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!