გაწუხებთ ჭარბი წონა და გსურთ მისგან გათავისფულება? მიირთვით ცხიმმწველი წყალი!

201

ჯანჯაფილი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება როგორც ჯანმრთელობისა და სილამაზის ბუნებრივი საშუალება. მისი სასარგებლო თვისებები ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და კანის გაუმჯობესებას. ვივიენის რედაქცია გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ სხეულის გაჯანსაღებასა და ენერგიის მომატებაში.

გსურთ საზაფხულოდ გამოიყურებოდეთ კოხტად და ლამაზად? მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა! ვივიენის რედაქცია ზრუნავს თქვენზე და გიზიარებთ უნიკალური სასმლის მომზადების რეცეპტს, რომლის მთავარ კომპონენტსაც ჯანჯაფილი წარმოადგენს.

ცნობისთვის, ჯანჯაფილი ძლიერი ცხიმმწველი საშუალებაა.

ჯანჯაფილიანი წყალი

ინგრედიენტები:

  • 1,5 ლ წყალი;
  • 2 ს.კ ჯანჯაფილის გახეხილი ფესვი;

მომზადება:

  1. დაასხით ჯანჯაფილის გახეხილ ფესვს მდუღარე წყალი.
  2. დააყოვნეთ მიღებული სასმელი 5-6 საათით.

ამ სასმლის დახმარებით თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ ჭარბი წონისგან საკუთარი თავის გათავისუფლებას, არამედ აიმაღლებთ იმუნიტეტს. გარდა ამისა, ჯანჯაფილიანი წყალი საგრძნობლად გვიუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას.

მიირთვით ეს სასმელი ყოველდღიურად 150 გ ოდენობით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. განაგრძეთ მკურნალობის ეს კურსი 3 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ 30 დღიანი შესვენება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიღებული შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ იქნებით, კვლავ გაიმეორეთ კურსი. აღსანიშნავია, რომ ეს სასმელი უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გასტრიტისგან, კოლიტისგან, ჰიპერტონიისგან და წყლულოვანი დაავადებებისგან იტანჯებიან.

რჩევა რედაქციისგან:ჯანჯაფილი მართლაც გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. კვლევები აჩვენებს, რომ მას შეუძლია დადებითად იმოქმედოს საჭმლის მონელებაზე და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გააქტიურებას (Rahmani et al., 2014). გარდა ამისა, მისი რეგულარული მიღება შესაძლოა დაეხმაროს სხეულის ბუნებრივ დეტოქსიკაციას და იმუნიტეტის გაძლიერებას (Mashhadi et al., 2013). თუმცა, მიუხედავად მისი სარგებლისა, აუცილებელია სიფრთხილე, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აქვს.

სასურველია, ჯანჯაფილის სასმელის მიღება ეტაპობრივად დაიწყოთ, რათა თქვენი ორგანიზმი შეეჩვიოს. თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები ან იღებთ მედიკამენტებს, უმჯობესია, მიღებამდე ექიმს გაესაუბროთ. თქვენც გიცდიათ ჯანჯაფილიანი სასმელი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!