
ვივიენის რედაქცია გთავაზობთ სახლის პირობებში უნიკალური ლოსიონის მომზადებას, რომლისთვისაც მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ამ ორი უძლიერესი კომპონენტის შერწყმით თქვენ შეძლებთ აკნეს დამარცხებას, ფორების გაწმენდას, შეწითლების მოხსნას, ნაოჭების მოშორებას და სახის კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას. უბრალოდ გამოცადეთ ეს ლოსიონი და მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
ქოქოსის ზეთი – ერთ-ერთი უძლიერესი ნატურალური ინგრედიენტი, რომელიც ფლობს ბაქტერიციდულ, სამკურნალო და დამატენიანებელ თვისებებს.
საკვები სოდა – ტოქსიკური ნივთიერებებით გაჟღენთილი კანის გამწმენდი საშუალებების შესანიშნავი ალტერნატივა. ექსპერტების მტკიცებით, აკნეს გამომწვევი მთავარი მიზეზი pH_ის დისბალანსია. საკვები სოდა დაგეხმარებათ pH_ის ბალანსის აღდგენაში და სამუდამოდ დაგავიწყებთ ამ საშინელ პრობლემას.
სასწაულმოქმედი ლოსიონის მომზადების რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 2 ჩ.კ ქოქოსის ზეთი;
- 1 ჩ.კ საკვები სოდა;
მომზადება:
- მოათავსეთ ეს ორი ინგრედიენტი პატარა ჭურჭელში და ურიეთ ბლანტი მასის მიღებამდე. მიღებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე, მოითმინეთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენ არ მოგიწევთ სპეციალური დამატენიანებელი კრემის გამოყენება, რადგან ქოქოსის ზეთი თავად ატენიანებს კანს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით გაოცდებით: თქვენი კანი საოცრად გლუვი და რბილი გახდება!
რჩევა რედაქციისგან:ბუნებრივი ინგრედიენტებით კანის მოვლა სულ უფრო პოპულარული ხდება, და ქოქოსის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი დამატენიანებელია. კვლევები აჩვენებს, რომ მას აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებას და გაღიზიანების შემცირებას (Verallo-Rowell, 2008). საკვები სოდა კი, pH-ის რეგულირების უნარის წყალობით, შესაძლოა აკნეს გაჩენის რისკი შეამციროს და კანის ზედაპირს გაათანაბროს (Shalita, 2017).
თუმცა, კანის მოვლაში ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარევი ეფექტური შეიძლება იყოს ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანისთვის, მგრძნობიარე კანის მქონე პირებმა მისი ხშირი გამოყენება უნდა მოერიდონ, რათა თავიდან აიცილონ სიმშრალე ან გაღიზიანება. რეკომენდებულია, რომ გამოყენებამდე მცირე რაოდენობა დაიტანოთ კანზე და დააკვირდეთ რეაქციას.
თქვენც გიცდიათ სახლის პირობებში მომზადებული კანის მოვლის საშუალებები? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება – რომელი ნატურალური ინგრედიენტები გამოგიყენებიათ წარმატებით?