გსურთ მოამზადოთ უგემრიელესი ტკბილეული? მაშინ ჩაიწერეთ ფუნთუშების მარტივი რეცეპტები

16251

დარიჩინის პიკანტური სურნელი, ახლად გამომცხვარი ღვეზელის ტკბილი არომატი, რომელიც მთელ სახლში ტრიალებს … რას შეახსენებთ? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაახლოებით შეგახსენებთ ფუნთუშას. ეს ტკბილეული ერთნაირად საყვარელია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის, ამიტომ ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს მისი მომზადება.

დღეს ჩვენ მოგიმზადეთ ფუნთუშას მარტივი რეცეპტები, რომლებიც ბევრ დროს არ წაგართმევთ.

სახლში მომზადებული ფუნთუშას რეცეპტები

ფუნთუშა იოგურტით

მასალები:

  • 350 გ ფქვილი
  • 300 გ იოგურტი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
  • 1.5 ჩ.კ. მარილი

მომზადება:

1. თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და იოგურტი და ურიეთ მანამ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება.
2. შეურიეთ ფქვილი, მარილი, საცხობი ფხვნილი და შაქარი. ჩაასხით ეს ნარევი იოგურტთან და კარაქთან. მოზილეთ ცომი.
3. მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ ცომი.
4. გაყავით ცომი 8-10 თანაბარ ნაწილად. თუ გსურთ ფუნთუშა იყოს ტკბილი, შეგიძლიათ დაუმატოთ შაქარი, და ხილი ან ვანილი გემოვნებით.
5. და საბოლოო ეტაპი – გამოცხობა. მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხეთ 20-25 წუთით, 210-220 გრადუსზე.
6. ფუნთუშა უნდა იყოს ვარდისფერი და ჰაეროვანი. მთელი ოჯახი კმაყოფილი იქნება!

რძიანი ფუნთუშა

მასალები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 ჭიქა რძე
  • 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 3 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი

მომზადება:

1. შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი და მარილი. სიტბოსთვის შეგიძლიათ შაქრის დამატება.
2. შემდეგ დაუმატეთ რძე და მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და მოზილეთ ცომი.
3. ცომის სიმაღლე უნდა იყოს 3-4 სანტიმეტრი, რისთვისაც შეგიძლიათ ჭიქაც გამოიყენოთ.
4. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსამდე წინასწარ და დაახლოებით 20 წუთით მოათავსეთ ფუნთუშა, ის უნდა გახდეს ყავისფერი.
5. გამომცხვარ ფუნთუშას შეგიძლიათ მოაყაროთ შაქარი, დარიჩინი, ყაყაჩოს თესლი ან სეზამი გემოვნებით. მთელი ოჯახი ბედნიერი იქნება.

ფუნთუშა კეფირით და კარაქით

მასალები:

  • 400 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 250 მლ კეფირი
  • 175 გ კარაქი ოთახის ტემპერატურაზე
  • 3/4 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა

მომზადება:

1. შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, მარილი და სოდა.
2. კარაქს დაუმატეთ კეფირი და აურიერთ სანამ მასა ერთიანი არ გახდება.
3. გაყავით ცომი ორ ნაწილად. გამოიყენეთ ჭიქა და მიიღეთ 6 ნაწილი, რომელიც თავსდება სპეციალური ფორმებში. ცომის მეორე ნაწილითაც იგივე 6 ცალი ფუნთუშა გააკეთეთ.
4. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსამდე წინასწარ და გამოაცხეთ დაახლოებით 20 წუთით სანამ ფუნთუშა ყავისფერი არ გახდება.
5. შეგიძლიათ დაუმატოთ კეფირით და შაქრით გაჟღენთილი კენკრა. გამოდის ძალიან ნაზი და საჰაეროვანი.

ფუნთუშა საფუარით

მასალები:

  • 20-25 ს.კ. ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1/4 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 1.5 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • შაქარი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. შეურიეთ საფუარი და წყალი, დაამატეთ 2 ს.კ. ფქვილი. დატოვეთ თბილ ადგილას რომ გაფუვდეს.
2. თასში შეურიეთ რძე და კარაქი და დაამატეთ გაფუებულ მასას, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და მარილი. აურიეთ და მოზილეთ ცომი.
3. დაყავით ცომი პატარა ბურთებად, მოათავსეტ საცხობ ქაღალდზე.
4. ღუმელი 200 გრადუსამდე წინასწარ გაახურეთ და გამოაცხეთ დაახლოებით 12-15 წუთი.
5. გამზადებულ ფუნთუშას შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი ან შაქარი. მიირთვით გემრიელად.

ფუნთუშა შაქრით

მასალები:

  • 6 ჭიქა ფქვილი
  • 4 დიდი კვერცხი
  • 2 ჭიქა რძე
  • 3/4 ჭიქა მდნარი კარაქი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. საცხობი ფხვნილი

მომზადება:

1. შეურიეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და საცხობი ფხვნილი. აურიეთ და დაასხით კარაქი. ყველაფერი კარგად შეურიეთ.
2. შეურიეთ 3 კვერცხი და რძე და დაამატეთ მომზადებულ მასას. მოზილეთ ცომი.
3. მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი, გადმოიქეთ ცომი, ის უნდა იყოს დაახლოებით 2.5 სმ სისქის.
4. გატეხეთ ბოლო კვერცხი და გადაუწვით ფუნთუშებს ზემოდან, დაუმატეთ შაქარი.
5. ღუმელი გაახურეთ 240 გრადუსზე, მოათავსეთ ფუნთუშა 12-15 წუთით სანამ ის ვარდისფერი არ გახდება.
6. როდესაც მომზადდება, გააგრილეთ და მიართვით თქვენს სტუმრებს.

ასეთი სწრაფი რეცეპტებით მომზადება, ყველაზე დატვირთულ დიასახლისსაც კი შეუძლია. ის საკმაოდ ცოტა დროს წაგართმევთ. მიართვით ოჯახის წევრებს თქვენი მომზადებული ფუნთუშა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს