სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომები – 5 ნიშანი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

623

სარძევე ჯირკვლის სიმსივნე – სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობა ქალბატონებში.

დღევანდელი ცხოვრებიდან და სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, არცერთი ქალბატონი არ არის დაზღვეული ამ საშინელი დაავადებისგან, რის გამოც აუცილებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ნიშნების ცოდნა და შესწავლა, რათა დროულად შევძლოთ მისი გამოვლინება და სპეციალისტისგან შესაბამისი დახმარების მიღება.

ვივიენის რედაქცია გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის 5 ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს:

აუხსნელი ტკივილი წელის არეში

სამწუხაროდ, წელის ტკივილი საერთო პრობლემაა, რომელსაც ყოველი 10 ადამიანიდან მინიმუმ 8 განიცდის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ წელის აუხსნელი ტკივილი სარძევე ჯირკვლის სიმივნური წამონაზარდის ფორმირებით იყოს განპირობებული.

იმ შემთხვევაში, თუ წელის ტკივილი სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული, თქვენ იგრძნობთ ზეწოლას ხერხემალზე, ნეკნებზე ან ზურგის ზედა ნაწილში.

ხანგრძლივი ხველება ან ხმის ჩახლეჩა

გამომდინარე იქიდან, რომ სიმსივნის კერაში წარმოქმნილი მეტასტაზები სხვა ორგანოებზე ვრცელდება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფილტვებზე, ამ ფაქტმა შეიძლება მიგვიყვანოს ხანგრძლივ ხველებამდე ან ხმის ჩახლეჩამდე.

ახალი თანდაყოლილი ლაქების გაჩენა ან ძველი ლაქების ცვლილება

რაც უფრო მეტი თანდაყოლილი ლაქა გაქვთ, მით მეტია კანის სიმსივნის განვითარების რისკი. ეს ლაქები სავსებით შესაძლებელია მეტყველებდეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნეზეც. უამრავი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ იმ ადამიანებში, რომელთა სხეული თანდაყოლილი ლაქებითაა დაფარული, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკი 13%_ით მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შნიშნეთ ახალი ლაქების წარმოქმნა ან ძველი ლაქების ფორმის ცვლილება, გირჩევთ მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის.

დაღლილობა

სარძევე ჯირკვლის კიდევ ერთი, არც თუ ისე უმნიშვნელო სიმპტომი. ქრონიკულ დაღლილობას, რომელიც ამ დაავადებითაა განპირობებული, თან ახლავს ძილის რეჟიმის დარღვევა, დეპრესია და ტკივილები.

შარდის ბუშტში და მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ცვლილებები

ამ ტიპის სიმსივნემ შეიძლება მიგვიყვანოს ჰორმონალურ ცვლილებებამდე, რის შედეგადაც შარდსადენი არხი შრება, რაც შადის ბუშტის გაკონტროლების პროცესს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ამ მოვლენას შარდის შეუკავებლობის სახელით ვიცნობთ.

იმ შმთხვევაში, თუ თქვენ აგეღნიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

რედაქციისგან:

სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ქალებში ყველაზე გავრცელებული ტიპია, რაც იმის გამო, რომ ამ დაავადების ნიშნები ხშირად ნაადრევი ან არამუდმივი ხდება, გამოწვეულია სერიოზული გამოწვევებით. კვლევები გვიჩვენებს, რომ დროული დიაგნოსტიკა და სიმპტომების დროული შენიშვნა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს.

მრავალი საერთაშორისო კვლევა, მათ შორის The Lancet Oncology (2020), ადასტურებს, რომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ყველაზე ხშირად ვლინდება ქალებში, რომელთაც განიცდიან უცხადებელ ტკივილს ზურგის ან კისრის არეში, ხოლო ახალი თანდაყოლილი ლაქების წარმოქმნა ასევე ითვლება გაფრთხილების ნიშნად. პარალელურად, დაღლილობისა და ჰორმონალური ცვლილებების გამოვლინება ხშირად დაკავშირებულია სიმსივნეებთან, რაც ასრულებს პაციენტის ჯანმრთელობის გადამწყვეტ მარკერს.

ამგვარად, მკურნალობის დროული დაწყება და ექიმთან კონსულტაციებზე გამართვა შესაძლებელია სიცოცხლის გადარჩენის საწინდარი.

📢 ეთანხმებით ამ კვლევების შედეგებს? როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომების აღმოჩენის დროს?