
ცხიმმწველი კოქტეილების არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის მხოლოდ ერთადერთი დამეხმარა…
ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სასმელი, რომელსაც დღეს ვივიენის რედაქცია შემოგთავაზებთ, ასეთი ეფექტური იქნებოდა. პირშუშხისა და ჯანჯაფილის ფესვებისგან დამზადებული ნარევი დამეხმარა იმ პრობლემის გადაჭრაში, რომლისგანაც მრავალი წელი ვიტანჯებოდი… წონის დაკლება ჩემთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა, თუმცა, სამწუხაროდ, მუცელზე არსებულ ცხიმებს ვერაფრით ვიშორებდი. მოგვიანებით შევიტყე, რომ ამისთვის საჭიროა ორგანიზმის სტიმულირება ნატურალური ცხიმწველებით, რომლებიც გვეხმარება სხეულიდან ზედმეტი სითხის მოშორებაში.
ცხიმწველი კოქტეილი სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 125 გ ახალი პირშუშხას გახეხილი ფესვები;
- 4 ლიმონი;
- 3 ჩ.კ თაფლი;
- 2 ჩ.კ დარიჩინი;
- 1 ს.კ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვები;
მომზადება:
- შეურიეთ ერთმანეთში პირშუშხას და ჯანჯაფილის ფესვები ბლენდერის დახმარებით. მიღებულ ნარევს დაუმატეთ ლიმონის წვენი და დარიჩინი.
- მიღებულ ნარევში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი. გულდასმით აურეთ ყველაფერი ერთმანეთში.
- შეინახეთ მიღებული საშუალება მაცივარში.
მიღებული სიროფი მიირთვით 21 დღის განმავლობაში, 2-ჯერ დღეში 2 ს.კ ოდენობით ჭამის ან ვარჯიშის წინ. 21 დღიანი კურსის ჩატარების შემდეგ გააკეთეთ 1 კვირიანი შესვენება და სურვილისამებრ, გაიმეორეთ იგი.
რედაქციისგან:კომპლექსური ცხიმწველები, რომლებიც იყენებენ ნატურალურ ინგრედიენტებს, როგორიცაა პირშუშხა, ჯანჯაფილი, ლიმონი და დარიჩინი, პოპულარული მიდგომაა სხეულიდან ზედმეტი ცხიმის მოშორებისათვის. კვლევები ადასტურებენ, რომ ჯანჯაფილი ზრდის ცხიმის წვის პროცესს, ხოლო პირშუშხა ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას და სხეულის სტიმულირებას (Shen, 2018). ამ ინგრედიენტებს აქვთ ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
სწორად მომზადებული ნატურალური კოქტეილები შეიძლება იყოს ეფექტური წონის დაკლების პროცესში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობა და სწორად შერჩეული დიეტა. როგორ ფიქრობთ, ნატურალური ცხიმწველები ნამდვილად უწყობენ ხელს ზედმეტი ცხიმების მოშორებას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!