როგორ შევინარჩუნოთ მკაფიო მხედველობა – ცნობილი ოფთალმოლოგის რჩევა

389

ცნობილი რუსი ექიმი, ოფთამოლოგი და ქირურგი ვლადიმირ პეტროვიჩ ფილატოვი გვთავაზობს უნიკალურ საშუალებას მხედველობის აღსადგენად, რომლის დამზადებასაც თავისუფლად შეძლებთ სახლის პირობებში. ვლადიმირი ირწმუნება, რომ მან უკვე ბევრი პაციენტი განკურნა ამ უებარი საშუალებით. გარდა მხედველობის აღდგენისა, ის თვალშიდა წნევას არეგულირებს. დღეს ვივიენის რედაქცია შემოგთავაზებთ ამ უნიკალური საშუალების მომზადების რეცეპტს.

ინგედიენტები, რომლებიც თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გ ალოეს წვენი;
  • 100 გ დაქუცმაცებული კაკალი;
  • 300 გ თაფლი;
  • ლიმონის წვენი (3-4 ლიმონი);

მომზადების წესი:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენება:

მიიღეთ ეს სასმელი 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. განაგრძეთ მკურნალობის კურსი იქამდე, სანამ საკუთარი მხედველობის გაუმჯობესებას არ შეამჩნევთ. ეს სასმელი გადმდიდრებულია მინერალებითა და ვიტამინებით, რის ხარჯზეც თქვენ შეძლებთ მთელი ორგანიზმის გამოჯანმრთელებას და საერთო ენერგიის ამაღლებას.

რედაქციისგან:მხედველობის შენარჩუნება და აღდგენა კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს როგორც სათანადო კვებას, ისე ცხოვრების წესის სწორად მართვას. პროფესორ ვლადიმირ ფილატოვის მიერ რეკომენდებული ბუნებრივი საშუალება შეიცავს ალოეს, თაფლს, კაკალსა და ლიმონს – ინგრედიენტებს, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. კვლევები მიუთითებს, რომ ალოე ვერა ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და აძლიერებს იმუნიტეტს (Surjushe A, 2008), ხოლო თაფლი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც მხედველობის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა (Bogdanov S, 2017).

თუმცა, მხედველობის პრობლემებისას აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, რადგან სერიოზული პათოლოგიები საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. როგორ ფიქრობთ, მსგავსი ბუნებრივი საშუალებები თვალის ჯანმრთელობისთვის ეფექტურია? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!