აღმოჩენილია წელისა და ფეხების ტკივილის სამკურნალო საშუალება!

481

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრ და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება წელისა და ფეხების ტკივილისგან. ყველაზე ხშირად ამ ტკივილების გამომწვევ მთავარ მიზეზს ცხოვრების მჯდომარე სტილი (საოფისე სამსახურები) ან პირიქით, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა წარმოადგენს.

თუ თქვენთვის ეს საშინელი პრობლემა ნაცნობია, პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელს. ამ საშუალების გამოყენების შემთხვევაში, რამდენიმე დღის შემდეგ უკვე შვებას იგრძნობთ, ხოლო ორიოდე თვეში მთლიანად დაივიწყებთ წელისა და ფეხეის აუტანელ ტკივილს.

ორი თვის განმავლობაში ყოველ ღამით, დაძინების წინ თქვენ დაგჭირდებათ ეს სამი ინგრედიენტი:

  • შავი ქლიავის ჩირი (5 ცალი);
  • გამომშრალი ლეღვი;
  • გამხმარი გარგარი;

ამ ჩირების უნიკალური კომბინაცია არაჩვეულებრივია წელის, ხერხემლის და ფეხების ტკივილის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ნაყოფებიდან თითოეულს გააჩნია ხერხემას შორის ქსოვილების რეგენერაციის უნარი. მკურნალობის ამ მეთოდისთვის უკუჩვენებები დამახასიათებელი არ არის!

რედაქციისგან:ხილის ჩირები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და ბოჭკოებით, რაც დადებითად მოქმედებს ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობაზე. შავი ქლიავი, განსაკუთრებით, კალციუმის და მაგნიუმის მაღალი შემცველობით, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გაძლიერებას და ანთებითი პროცესების შემცირებას (Hooshmand et al., 2011). ასევე, გამხმარი ლეღვი და გარგარი შეიცავს კალიუმს, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთოვანი და ნერვული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

თუმცა, მიუხედავად ამ ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრების სტილის ცვლილება. ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური აქტივობა, შესაბამისი ვარჯიშები და კუნთოვანი სტრუქტურის გაძლიერება. მხოლოდ დიეტური დანამატები პრობლემის სრულად მოგვარებას ვერ უზრუნველყოფენ, მაგრამ მათი ჩართვა დაბალანსებულ კვებაში სასარგებლო იქნება ხერხემლის ჯანმრთელობისთვის.