კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) გაწმენდა დაფნის ფოთლის დახმარებით. ეფექტურია!

1227

გსმენიათ დაფნის ფოთლის საიდუმლო ძალების შესახებ? მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს პროდუქტი არა მხოლოდ გემრიელი საკვების მოსამზადებლად, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად გამოიყენება.

კუჭქვეშა ჯირკვლის დარღვეული მუშაობისა და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება დაფნის ფოთლისგან დამზადებული ნაყენი, რომლის მომზადების რეცეპტიც შემდეგია: მოათავსეთ თერმოსში დაფნის 10 ფოთოლი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 24 საათით. მიღებული ნაყენი გადაიტანეთ სუფთა ჭურჭელში და მიირთვით 50 გრამის ოდენობით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ჩაიტარეთ მკურნალობის ეს კურსი 2 კვირის განმავლობაში.

უმჯობესი იქნება, თუ მკურნალობის ამ კურსის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ გაიკეთებთ სისხლის საერთო ანალიზს, რათა მკრუნალობის შედეგი უფრო თვალსაჩინო იყოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

რედაქციისგან:დაფნის ფოთოლი ნამდვილად შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ საჭმლის მონელებასა და გლუკოზის მეტაბოლიზმზე. კვლევები მიუთითებენ, რომ დაფნის ექსტრაქტს შეუძლია შეამციროს სისხლში შაქრის დონე, რაზეც მეტყველებს Farzami et al., 2004 მიერ ჩატარებული ცდები ლაბორატორიულ ცხოველებზე. ასევე, დაფნის ფოთლებში შემავალი პოლიფენოლები ასტიმულირებენ ინსულინის მგრძნობელობას, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტის მართვის პროცესში (Khan et al., 2009).

თუმცა, ნებისმიერი ფიტოთერაპიული კურსის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის, რადგან დაფნის ფოთლის ნაყენის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს. მკურნალობის პარალელურად, მნიშვნელოვანია დიეტისა და ცხოვრების წესის კორექტირება, რათა მიღწეული შედეგი იყოს მდგრადი და უსაფრთხო.