იცოდით, რომ ლიმონიან წყალს შეუძლია ზიანი მოგაყენოთ?! – ეს უნდა იცოდეთ!

557

თქვენ შესაძლოა ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატიების შემდეგ უკვე შეეჩვიეთ ლიმონიანი წყლის სმას უზმოზე, დღეს კი გვინდა გესაუბროთ მისგან მომდინარე საფრთხეზე და იმაზე თუ როგორ დავიცვათ თავი ამ საფრთხისგან. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით სტატიებს სადაც ცაშია აყვანილი ლიმონიანი წყალის სასარგებლო თვისებები, მაგრამ არსად არაფერია ნახსენები იმ შესაძლო ზიანზე რასაც ლიმონიანი წყალი თქვენს კბილის ემალს აყენებს.

ლიმონის მჟავა განსათრებით თბილ წყალთან შერწყმით, არბილებს კბილის ემალს. თუკი თქვენ კბილებს მზგავსი წყალის დალევიდან 30 წუთში იხეხავთ არსებობს დიდი ალბათობა იმის, თქვენ კბილის ემალი დააზიანოთ. თუმცა ნუ შეშინდებით და უარს ნუ იტყვით საკუთარ ჯანმრთელობაზე, ვივიენი მოგცემთ რამოდენიმე რჩევას რომლითაც შეძლებთ თავი დაიცვათ.

  1. წყალი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  2.  უმჯობესია ლიმონიანი წყალი სვათ “საწრუპი”-ს გამოყენებით
  3. ნუ გაიხეხავთ კბილებს, ლიმონიანი წყლის დალევიდან 1-2 საათის მანძილზე.

რედაქციისგან:ლიმონიანი წყალი მართლაც პოპულარულია თავისი დეტოქსიკაციური და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამაჯანსაღებელი თვისებებით, თუმცა მისი მოხმარებისას საჭიროა გარკვეული სიფრთხილე. კვლევები აჩვენებს, რომ ლიმონის მჟავა ხელს უწყობს კბილის ემალის დეკალციფიკაციას, რაც ზრდის მგრძნობელობას და კარიესის განვითარების რისკს (Lussi et al., 2012). თუმცა, სწორი მოხმარების პირობებში ამ საფრთხის შემცირება შესაძლებელია.

რეკომენდებულია ლიმონიანი წყლის დალევა საწრუპით, რათა შემცირდეს კბილებთან მისი შეხების დრო. ასევე, სასურველია მისი მიღება ოთახის ტემპერატურაზე, რათა არ გაძლიერდეს მჟავის მოქმედება. გარდა ამისა, კბილების გახეხვა მინიმუმ 1-2 საათის შემდეგაა რეკომენდებული, რათა ემალის აღდგენის დრო მიეცეს. ამ გზებით შეგიძლიათ მიიღოთ ლიმონის სარგებელი კბილის ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.