
კისელი, რომელის მომზადების რეცეპტსაც დღეს ვივიენის რედაქცია შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ არა მხოლოდ გახდომაში, არამედ მსხვილი ნაწლავის გაწმენდაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებაში.
მომზადება:
ამ კისელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ერთი მუჭა შვრიის ფანტელები ”გერკულესი”, შავი ქლიავის ჩირი და ნედლი, წვრილად გახეხილი ჭარხალი.
ჩაყარეთ თითოეული ინგრედიენტი 2 ლიტრ მდუღარე წყალში და მიღებული ნარევი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი გაფილტრეთ და დალიეთ იმდენი, რამდენსაც დაძინებამდე 2 საათის განმავლობაში შეძლებთ.
ბლანტი მასა, რომელიც გაფილტვრის შმდეგ დაგრჩებათ, მიირთვით დილით, უბრალო საუზმის ნაცვლად. ძალზედ სასარგებლოა კვირაში ერთხელ განტვირთვის დღის მოწყობა და მხოლო ამ კისელით კვება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რედაქციისგან:ეს კისელი ნამდვილად სასარგებლოა საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის, მსხვილი ნაწლავის გაწმენდისა და მეტაბოლიზმის დაჩქარებისთვის. შვრიის ფანტელები ხელს უწყობს ნაწლავების რეგულაციას ბოჭკოს მაღალი შემცველობით, შავი ქლიავი პრებიოტიკებისა და ბუნებრივი საფაღარათო ეფექტით გამოირჩევა, ხოლო ჭარხალი შეიცავს ბეტაინს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას.
საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ბოჭკოს მაღალი შემცველობის მქონე საკვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკვების ნაწლავებში გაჩერების დროს და ხელს უწყობს მიკროფლორის გაჯანსაღებას (Slavin, 2013). ასევე, შავი ქლიავის რეგულარული მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ნაწლავების მოძრაობაზე (Stacewicz-Sapuntzakis, 2014). რეკომენდებულია კისელის მიღება როგორც ნაწლავების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ასევე მსუბუქი დეტოქსის ნაწილად.


