
ფეხების ეს აბაზანა ხნის არა მხოლოდ კუნთების დაძაბულობასა და ფეხების შეშუპებას, არამედ ფეხის გულების კანიდან გამოდევნის მთელ ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს ჩვენი ორგანიზმიდან!
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად არ არსებობს!
ორგანიზმის დეტოქსიკაცია სახლის პირობებში
თქვენ დაგჭირდებათ:
- ცხელი წყალი;
- 0,5 ჭიქა ზღვის მარილი;
- 5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი;
- ზეითუნის ზეთი;
მომზადება:
- მოათავსეთ ფეხები 10 წუთით ცხელ წყალში, რომელშიც ლიმონის ეთერზეთი გაქვთ ჩამატებული.
- დატენიანებულ ფეხის გულებზე დაიტანეთ ზღვის მარილი და შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი.
- გაიჩერეთ შემოხვეული პირსახოცი ფეხებზე 10 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ფეხის გულები ცივი წყლით და შეიზილეთ ზეითუნის ზეთი.
ამ აბაზანას საკმაოდ ხშირად ვუხსნივარ, როდესაც გრიპის სიმპტომები ამეღნიშებოდა. სხვადასხვა დაავადებების პირველივე ნიშნების დროს მოიმზადეთ ეს აბაზანა ღამით, დაძინების წინ და დილით თავს შესანიშნავად იგრძნობთ! ორგანიზმის დეტოქსიკაციის ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია და ნამდვილად მუშაობს!
ცნობისთვის, ფეხის გულებზე განთავსებულია აქტიური წერტილები, რომლებიც პასუხისმგებელია შინაგანი ორგანოების მუშაობაზე. ფეხის გულებზე არსებული ფორებიდან სავსებით შესაძლებელია ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნა, რის შედეგადაც იწმინდება სისხლი, მყარდება იმუნური სისტემა და საერთო ჯამში ჩვენი ორგანიზმი ჯანსაღდება. გარდა ყოველივე ამისა, ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია ქუსლებზე არსებული ბზარების დასამარცხებლად.
არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფრომაციის მეგობრებისთვის გაზიარება!
რედაქციისგან:ფეხების თბილი აბაზანები მართლაც დამამშვიდებელ და მოდუნების ეფექტს იძლევა, ხელს უწყობს კუნთების დაძაბულობის შემცირებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ზღვის მარილი და ლიმონის ეთერზეთი აქვთ ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხოლო ზეითუნის ზეთი კანს ატენიანებს და იცავს.
თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანის ფორებიდან ტოქსინების გამოდევნა მეცნიერულად დადასტურებული არ არის. დეტოქსიკაციის ძირითადი პროცესები ღვიძლსა და თირკმელებში მიმდინარეობს. კვლევები აჩვენებს, რომ ამგვარი აბაზანები შესაძლოა დადებითად აისახოს სტრესის მართვასა და საერთო კეთილდღეობაზე, თუმცა ისინი ვერ ჩაანაცვლებენ სრულყოფილ დეტოქსიკაციას, რომელიც მოიცავს ბალანსირებულ კვებას, ჰიდრატაციასა და ჯანსაღ ცხოვრების წესს (Edzard Ernst, 2012).
ამიტომ, ფეხის აბაზანა შესაძლოა კარგი დამატებითი პრაქტიკა იყოს მოდუნებისა და კანის მოვლისთვის, მაგრამ ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის უფრო ფართო მიდგომაა საჭირო.