გაიწმინდეთ ღვიძლი, თირკმელები და დაიკელით წონა ამ ჩაის დახმარებით. ძალიან ეფექტურია!

381

კურკუმა – ძალზედ პოპულარული სანელებელი, რომლიც სასარგებლო ნივთიერებების უშრეტი წყაროა. ამ პროდუქტს ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე: ის ხელს უწყობს კაპილარული ქსელის აღდგენას, გვეხმარება პოდაგრის და ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლაში, გვიუმჯობესებს სახის კანის ფერს და მთლიანობაში გვიახალგაზრდავებს ორგანიზმს.

ეს სანელებელი განსაკუთრებით სასარგებლო იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც მიზნად წონის დაკლება აქვთ დასახული. საქმე იმაშია, რომ კურკუმინი, რომელიც კურკუმის შემადგენლობაში შედის, აფერხებს ცხიმოვანი ქსოვილების წარმოქმნას და გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტს სითხეს.

ამ სანელებლის მოხმარება ასევე მიზანშეწონილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. კურკუმა აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ კურკუმიანი ჩაის მომზადების რეცეპტს, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

კურკუმა გასახდომად

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჩ.კ დარიჩინი;
  • 1/2 ჩ.კ ჯანჯაფილი;
  • 2 ს.კ თხევადი თაფლი;
  • 1/2 ჩ.კ შავი პილპილი;
  • 1/2 ჩ.კ კურკუმა;
  • 350 მლ მდუღარე წყალი;

მომზადება:

  1. მოათავსეთ ბლენდერში ჯანჯაფილი, კურკუმა, 1 ს.კ წყალი და ურიეთ პასტის მიღებამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ მასში დარჩენილი წყალი.
  2. დააყოვნეთ ნარევი 15 წუთით, რათა კურკუმა და ჯანჯაფილი ჭურჭლის ფსკერამდე ჩაიძიროს.
  3. გაგრილების შემდეგ ჩაამატეთ თქვენ მიერ მომზადებულ ნარევში თაფლი, პილპილი და დარიჩინი.
  4. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიიღეთ ეს სასმელი დღეში სამჯერ 75 გრამის ოდენობით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 3 კვირას. გაითვალისწინეთ, რომ კურკუმა ძლიერმოქმედი სანელებელია, რის გამოც, მკურნალობის ამ კურსის დაწყებამდე უკეთესია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

რედაქციისგან:კურკუმას (Curcuma longa) აქტიური კომპონენტი – კურკუმინი – ცნობილია მისი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და მეტაბოლიზმის მარეგულირებელი თვისებებით. კვლევები აჩვენებს, რომ კურკუმინი ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ართრიტისა და პოდაგრის მკურნალობისას (Hewlings & Kalman, 2017). მისი თვისებები სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვისაც, რადგან ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას და ღვიძლის დეტოქსიკაციას, რაც დამტკიცებულია სხვადასხვა კლინიკური კვლევებით.

გარდა ამისა, კურკუმას ერთ-ერთი საინტერესო თვისება არის მისი პოტენციური გავლენა ცხიმის წვის პროცესზე. კვლევების თანახმად, კურკუმინი ამცირებს ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას და ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში (Di Pierro et al., 2015). თუმცა, კურკუმას ძლიერი ბიოაქტიურობის გამო, აუცილებელია მისი ზომიერად მიღება და ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მგრძნობიარე მდგომარეობა აქვს. კურკუმიანი ჩაი, რომელშიც დამატებულია დარიჩინი, ჯანჯაფილი და შავი პილპილი, შესაძლოა დამატებით გააძლიეროს ნივთიერებათა ცვლის რეგულირება და გაუმჯობესებული მონელება. სწორად დოზირებული კურსი კი ორგანიზმს დაეხმარება სასარგებლო შედეგების მიღებაში.