ნაწიბურების მოშორება მხოლოდ ხალხური მედიცინის ხრიკებით

114

ნახეთქებსა და ჭრილობებს შეუძლიათ სრულიად შეცვალონ ჩვენი ცხოვრება. ჭრილობები ხორცდება, მაგრამ იარები რჩება. საქმი იმაშიც კი არ არი, რომ ისინი მუდმივად გვახსენებენ გარკვეულ მოვლენებს… ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მათ დამალვას ყველა შესაძლო ხერხით, მაგრამ თავად იმის გააზრება, რომ იარე ჯერ კიდევ არსებობს თავდაჯერებულობას გვართმევს და ამცირებს ჩვენს თვითშეფასება. დროა საბოლოოდ გადავჭრათ ეს პრობლემა!

თანამედროვე ესთეთიკურ კოსმეტოლოგიას შეუძლია გადაჭრას ასეთი პრობლემა სწრაფად და ეფექტურად, მაგრამ ასეთი პროცედურები საკმაოდ ძვირიც ღირს.
დღეს ვივიენი შეეცდება გასწავლოთ ამ პრობლემის მოგვარება ხალხური მედიცინის საშუალებით. ასეთი მეთოდების ბევრს არ სჯერა რადგან მათ უმრავლესობას არასდროს უცდია ამ ხრიკების გამოყენება. ჩვენ კი გეტყვით მთავარია იცოდეთ სწორი გამოყენება და ყველაფერი გამოვა!

მაშ ასე, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვეულებრივი პროდუქტების დახმარებით, ისეთების რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოში მოიძებნება.

  1. ლიმონი, ეს პროდუქტი შველაა მათვის, ვისაც მუქი ფერის ნახეთქები აქვს. ეს იმ ქალბატონებს ეხება ვისაც კანზე მშობიარობის შემდგომი იისფერი სტრიები დარჩა.
    რა უნდა გავაკეთოთ: სამჯერ დღე-ღამეში (!) 10 წუთით დაიდეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენში დამბალი ბამბის დისკი. აუცილებელია დისკის დადება სუფთა კანზე მოხდეს. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით და წაისვით ზეითუნის ზეთი.
  2. თაფლი. ეს ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, ის ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას. ის ასევე აფერხებს მკვდარი კანის შეგროვებას.მისი ანტიბაქტერიული თვისებები კი სწრაფ შეხორცებას უწყობენ ხელს.
    რა უნდა გავაკეთოთ: ორჯერ დღეში 10 წუთის განმავლობაში, იმ ადგილას სადაც იარა ან ნახეთქია გაიკეთეთ მასაჟი მცირეოდენი თაფლის გამოყენებით. თაფლი მომდევნო ერთი საათის განმავლობაში უნდა დავიტოვოთ კანზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი ანადუღარი წყლით.
  3. სოდა. ის მიკროდერმაბრაზიის ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენს – ეფექტურად წმენდს კანს მკვდარი ნაწილებისგან.
    რა უნდა გავაკეთოთ: შევურიოთ თანაბარი პროპორციით სოდა და წყალი და მიღებული ფაფა დავიტანოთ იარაზე, შეიზილეთ. გაიჩერეთ ზუსტად ერთი წუთით შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ასეთი მანიპულაციების ჩატარება საჭიროა დღეში ერთხელ, დღეგამოშვებით.
  4. ქოქოსის ზეთი. ის საუკეთესო ანტიოქსიდანტია, ის ხელს უწყობს იარების სწრაფ შეხორცებას და კოლაგენის გამომუშავების პროცეს აძლიერებს.
    რა უნდა გავაკეთოთ: ავითოთ ქოქოსის ზეთი (Extra Virgin), შევათბოთ ჩაის კოვზით ზეთი და წრიული მოძრაობებით თბილ მდგომარეობაში შევიზილოთ პრობლემურ ზონაში. ამ რპოცედურის ჩატარება დღეში 2-3 ჯერ არის საჭირო.

რედაქციისგან: ნატურალური საშუალებები, როგორიცაა ლიმონის წვენი, თაფლი, სოდა და ქოქოსის ზეთი, ცნობილია კანის რეგენერაციისა და იარების შეხორცების პროცესის ხელშეწყობით. კვლევების მიხედვით, ლიმონის მჟავა ახდენს კანის მსუბუქ ქიმიურ ექსფოლიაციას, რაც ხელს უწყობს პიგმენტაციის გათანაბრებას (Sharquie et al., 2010), ხოლო თაფლის ანტიბაქტერიული და დამატენიანებელი თვისებები ამცირებს ანთებას და აჩქარებს კანის განახლებას (Molan, 2001).

ასევე, სოდის გამოყენება ხელს უწყობს კანის ზედაპირის ნაზ ექსფოლიაციას, თუმცა მისი ხშირი გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს კანის გამოშრობა და მგრძნობელობის მატება. ქოქოსის ზეთი, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და კანის ელასტიურობის გაუმჯობესებას (Rele & Mohile, 2003). თუმცა, ნებისმიერი ბუნებრივი მეთოდის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია კანის ტიპისა და მგრძნობელობის გათვალისწინება, რათა თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება ან ალერგიული რეაქციები.