
გულის დაავადებები ყოველთვის კლინიკურად იჩენს თავს. ადამიანი შეძილება იყოს აქტიური და შესანიშნავად გრძნობდეს თავს, თუმცა სრულიად მოულოდნელად გულის შეტევა საბედისწერო აღმოჩნდეს მის ცხოვრებაში.
სიმსუქნე, მოწევა და ცხოვრების უმოძრაო სტილი – გულ-სისხძარღვთა სისტემის მთავარი მტრები. გულთან დაკავშირებით პრობლემები სავსებით შესაძლებელია შეექმნათ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ სტილს ეწევიან და დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას.
არსებობს ერთი მარტივი, ელემენტარული ტესტი, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
დაჯექით იატაკზე და გამოშალეთ ფეხები სწორად ისე, რომ თითებით ზევით მიანიშნებდეთ. შეეცადეთ ფეხების მოხრის გარეშე ხელებით შეეხოთ ფეხის თითებს. თუ თქვენ ამას მარტივად შეძლებთ, შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა მუშაობს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და თქვენ აბსოლიტურად ჯანმრთელი ხართ!
თუ თქვენი სხეული არ არის საკმარისად მოქნილი, დიდი ალბათობით, თქვენ უკვე გაწუხებთ გულთან დაკავშირებული პრობლემები. საქმე იმაშია, რომ მოუქნელ ადამიანებს გაქვავებული სისხლძარღვები აქვთ! ამ ადამიანებს დარღვეული აქვთ სისხლის მიმოქცევის სისტემა და განიცდიან კოლაგენის დეფიციტს.
თუ თქვენ გაქვავებული, მოუქნელი ზურგის კუნთები გაქვთ, დაუყონებლივ მიმართეთ კარდიოლოგს! ეს კუნთები შეიცავს იმავე რაოდენობით კოლაგენს, რასაც ჩვენი სისხძარღვები. გამომდინარე აქედან, ზურგის კუნთების მოქუნელობა სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რედაქციისგან: გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია ყველასთვის, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა რაიმე სიმპტომი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შესამოწმებლად მხოლოდ მოქნილობის ტესტს ნუ დაეყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევა (Yamamoto et al., American Journal of Physiology, 2014) მიუთითებს, რომ სხეულის მოქნილობა შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლძარღვების ელასტიკურობას, გულის ჯანმრთელობის დასაზუსტებლად აუცილებელია უფრო სიღრმისეული სამედიცინო კვლევები.
თუ თქვენი სხეული ნაკლებად მოქნილია, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცხოვრების წესთან, ასაკთან ან სხვა ფაქტორებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაქვთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. იმისათვის, რომ თქვენი გული ჯანსაღი იყოს, რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება, სტრესის მართვა და პროფილაქტიკური გამოკვლევები. გულის დაავადებების პრევენციისთვის მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ გაქვთ რისკფაქტორები, როგორიცაა მაღალი წნევა, ქოლესტერინი ან გენეტიკური მიდრეკილება.


