
დაფნის ფოთოლი ყველასთვის კარგად ცნობილი სანელებელია და სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ გარდა უგემრიელესი საჭმლის მომზადებისა, ეს მარადმწვანე მცენარე სხვადასხვა სამკრუნალო მიზნებისთვის გამოიყენება.
ამ ფოთლებით თქვენ შეძლებთ დაფნის ზეთის მომზადებას, რომლისთვისაც სამკურნალო თვისებებია დამახასიათებელი: ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებისთვის, რის გამოც გამოიყენება კანისა და თმის მოსავლელად, ასევე გვეხმარება ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის გაუმჯობესებაში.
დაფნის ზეთი
ეს ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა პროფილაქტიკური მიზნებისთვის. თავისი უნიკალური თვისებების წყალობით, დაფნის ზეთი გვიმაღლებს იმუნიტეტს და გვანიჭებს ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ.
დაფნის ზეთით თქვენ შეძლებთ ლოსიონის მომზადებას, რომელიც დაგეხმარებათ სახის კანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. ეს ლოსიონი ძალზედ ეფექტურია აკნესა და გამონაყრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ლოსიონის გამოყენებამდე აუცილებლად შეიმოწმეთ თავი ამ პროდუქტის მიმართ ალერგიულობაზე.
დაფნის ზეთის სამკურნალო თვისებები:
- ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
- ამაღლებს და სტიმულირებს ოფლდენის პროცესს.
- ამყარებს იმუნურ სისტემას.
- გვინვითარებს გონებრივ შესაძლებლობებს.
- გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ.
ინგრედიენტები:
- 30 გ დაფნის ფოთლები;
- 250 მლ ზეითუნის ზეთი;
მომზადება:
- აიღეთ საშუალო ზომის ჭურჭელი რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური. დანახეთ დაფნის ფოთლები, მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით ზეითუნის ზეთი.
- მოათავსეთ ქილა ბნელ და ცივ ადგილას 14 დღის განმავლობაში. რეგულარულად შეანჯღრიეთ იგი.
- 2 კვირის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნაყენი მარლის გამოყენებით და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. მიღებული არომატული სითხე შეინახეთ ცივ ადგილას.
გამოყენება:
- დაწესებულების არომატიზაცია – 4-5 წვეთი.
- აბაზანის არომატიზაცია – 3-4 წვეთი ერთ ს.კ მარილზე.
- ინგალაცია – 1-3 წვეთი 500 მლ წყალზე.
- დანამატი კოსმეტიკური საშუალებებისთვის (კრემები, ლოსიონები, მალამოები) – 2 წვეთი 1 ჩ.კ კოსმეტიკურ საშუალებაზე.
- მასაჟი – 4-6 წვეთი 20 მლ საბაზისო ზეთზე.
- პირის ღრუს დეზინფექცია – 1 წვეთი 200 მლ თბილ წყალზე.
აუცილებლად დაიცავით დოზირების ეს წესები! გადაჭარბებული რაოდენობით დაფნის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, შეწითლება და ქავილი.
რჩევა რედაქციისგან:დაფნის ზეთის სამკურნალო თვისებები ბუნებრივი მედიცინის სფეროში არაერთი კვლევის საგანია. Ghazanfari et al. (2017) აღნიშნავს, რომ მას გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განსაკუთრებით ეფექტურია კანის პრობლემების, მათ შორის აკნეს წინააღმდეგ. ასევე, Salehi et al. (2019) მიუთითებს, რომ დაფნის ზეთი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ოფლდენის პროცესის სტიმულირებას, რაც სხეულის დეტოქსიკაციისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს.
თუმცა, მნიშვნელოვანია მისი სწორად დოზირება, რადგან გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები და თავის ტკივილი. როგორც Phan et al. (2020) მიუთითებს, ეთერზეთების არასწორი გამოყენება შეიძლება ტოქსიკურობითაც კი გამორჩეულიყო, ამიტომ რეკომენდებულია მცირე დოზით დაწყება და ინდივიდუალური მგრძნობელობის შემოწმება. დაფნის ზეთი მართლაც ღირებული ბუნებრივი საშუალებაა, თუმცა მისი გამოყენება უნდა მოხდეს ფრთხილად და დასაბუთებული ცოდნის საფუძველზე.


