
სამწუხაროდ, დღესდღეობით უამრავ ადამიანს აწუხებს შეკითხვა, თუ როგორ დაირეგულირონ სისხლში შაქრის შემცველობა. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც შაქრიანი დიაბეტისგან იტანჯებიან.
ძალების დაკარგვა, სიმშრალე პირის ღრუში, ჭრილობების ძნელად შეხორცება, ამაღლებული მადა, მხედველობის დაქვეითება – ყველა ეს სიმპტომი მეტყველებს სისხში გლუკოზის მაღალ შემცველობაზე.
გოგრის თესლები – ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც სისხლში შაქრის დონის დაწევის ძალა შესწევს. ეს პროდუქტი სასარგებლო ნივთიერებების უშრეტი წყაროა! გოგრის თესლები შიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.
შედეგად ჩვენი გული იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას პროდუქტიული მუშაობისთვის. გარდა ყოველივე ამისა, გოგრის თესლებს სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენი კანის მდგომარეობაზე და ის არაჩვეულებრივი საშუალებაა საშინელი გამონაყრის პრევენციისთვის. რეგულარულად გოგრის თესლების მიღებით, თქვენ შეძლებთ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას.
ვივიენის რედაქცია ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და გიზიარებთ არაჩვეულებრივ რეცეპტს, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ!
ინგრედიენტები:
- 150 გ გასუფთავებული გოგრის თესლები;
- წყალი;
- 1/2 ჩ.კ დარიჩინი არომატისთვის;
- 4-5 ფინიკი;
მომზადება:
- ჩაალბეთ გოგრის თესლები წყალში 8 საათით.
- გადაღვარეთ წყალი, ხოლო თესლები მოათავსეთ ბლენდერში. ჩაამატეთ 4 ჭიქა წყალი და კარგად აურიეთ.
- გაფილტრეთ ნარევი მარლის გამოყენებით. ჩაამატეთ ფინიკი, დარიჩინი და კარგად აურიეთ.
- მიღებული რძე გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით ყოველდღიურად 100 გ მიღებული სასმელი უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. გააკეთეთ ხანმოკლე შესვენება მკურნალობის 4 დღიანი კურსის შემდეგ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რჩევა რედაქციისგან: გოგრის თესლებს მართლაც აქვს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში დამხმარე თვისებები. კვლევები აჩვენებს, რომ გოგრის თესლები მდიდარია მაგნიუმით, რაც დადებითად მოქმედებს გლუკოზის მეტაბოლიზმზე და აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას (El-Moselhy et al., 2011). ასევე, გოგრის თესლში შემავალი ბოჭკოები ხელს უწყობს სისხლში შაქრის მკვეთრი მატების თავიდან აცილებას, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტის მართვისთვის.
დარიჩინი, რომელიც რეცეპტში გამოიყენება, კვლევების თანახმად, შეიძლება დაეხმაროს სისხლში გლუკოზის დონის შემცირებასა და ინსულინის ეფექტურობის გაზრდას (Khan et al., 2003). თუმცა, ფინიკის დამატება საეჭვოა შაქრის დონის კონტროლის თვალსაზრისით, რადგან ის ბუნებრივად მდიდარია გლუკოზით. ამიტომ, დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ ინდივიდუალური მგრძნობელობა შაქრის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში, ფინიკი შეცვალონ ნაკლებად ტკბილი ინგრედიენტით.
გოგრის თესლის რძე შეიძლება გახდეს დიაბეტის მქონე პირებისთვის სასარგებლო დიეტური დამატება, თუმცა აუცილებელია მისი მიღება ზომიერად და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით.


