
თმა – ქალური სილამაზისა და მომხიბვლელობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენი თმა ზიანდება, შრება და ცვენას იწყებს… ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, სტრესი, ჰორმონალური დარღვევები, სხვადასხვა ქიმიური საშუალებები და ა.შ.
საბედნიეროდ, ვივიენის რედაქციაში მოგვეპოვება უნიკალური შამპუნის დამზადების რეცეპტი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას დაგავიწყებთ. გამოიყენეთ ეს საშუალება რეგულარულად და 1 თვის შემდეგ მიღებული შედეგებით გაოცდებით! ამ 1 თვის განმავლობაში თმის ცვენის პროცესი საგრძნობლად შემცირდება..
თმების ზრდის აქტივატორი
ინგრედიენტები:
- 100 მლ საბავშვო შამპუნი არომატული დანამატების გარეშე;
- 100 მლ თხევადი პანთენოლი;
- 10 მლ აბუსალათინის ზეთი;
- ვიტამინ B12_ის ორი ამპულა;
- 1 ჩ.კ თხევადი ვიტამინ A;
- 1 ჩ.კ თხევადი ვიტამინ E;
აბსოლიტური ეფექტის მისაღებად და თმის ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად, ისარგებლეთ ამ შამპუნით 3 თვის განმავლობაში. ამ საშუალების თმაზე დატანამდე კარგად დაივარცხნეთ იგი და გაიკეთეთ თითების ბალიშებით თავის კანის მასაჟი, რათა სისხლი უკეთ მიეწოდოს თმის ფესვებს.
დაიტანეთ შამპუნი თმაზე, ააქაფეთ იგი და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. ორიოდე წუთის გასვლის შემდეგ გულდასმით ჩამოიბანეთ იგი. თმისთვის მეტი ბზინვარების მისანიჭებლად, შეგიძლიათ დამატებით გამოიყენოთ ვაშლის ძმარი.
არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!
რჩევა რედაქციისგან: თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები ხშირად მოიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფოლიკულების გაძლიერებას. წარმოდგენილი შამპუნის რეცეპტი შეიცავს მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა პანთენოლი, აბუსალათინის ზეთი და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ხელს უწყობენ თმის ზრდას და რეგენერაციას (Trüeb, 2016).
ვიტამინი B12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერატინის სინთეზისთვის, ხოლო აბუსალათინის ზეთი ცნობილია თავის კანის დატენიანებისა და თმის სტრუქტურის გაძლიერების უნარით (Gavazzoni Dias, 2015). თუმცა, ეფექტურ შედეგს მხოლოდ შამპუნი ვერ უზრუნველყოფს – აუცილებელია დაბალანსებული კვება, სტრესის მართვა და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია, რათა გამორიცხოთ თმის ცვენის ჰორმონალური თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან კავშირი.
შედეგების მაქსიმიზაციისთვის, რეკომენდებულია ამ შამპუნის გამოყენება მასაჟის ელემენტებით, რაც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს ფოლიკულების აღდგენას.