
არსებობს ერთი საიდუმლო, რომელიც დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში და დაგტვირთავთ უშრეტი ენერგიით. ამისთვის მხოლოდ საჭიროა დაიდოთ ყინულის კუბიკი კისრის იმ წერტილზე, რომელიც სურათზე წითლადაა გამოყოფილი.
ეს წერტილი ჩინურ მედიცინაში ცნობილია ფენ-ფუს სახელწოდებით. თუ თქვენ ამ წერტილზე რეგულარულად დაიდებთ ყინულის კუბიკს, თქვენი ორგანიზმი დაიწყებს გაახალგაზრდავების პროცესს. თქვენ უფრო ჯანმრთელი, ბედნიერი და ენერგიული გახდებით!
მეთოდი:
დაწექით მუცელზე და დაიდეთ ფენ-ფუს წერტილზე ყინულის კუბიკი 20 წუთით. იმისთვის, რომ კისერი არ დაგეწვათ, შეგიძლიათ ყინულის ქვეშ დაიფინოთ პოლიეთილენის პარკი.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა რეგულარულად 2-3 დღეში ერთხელ, დილით უზმოზე ან საღამოს დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ყინულის დადებიდან 30-40 წამის გასვლის შემდეგ თქვენ იგრძნობთ, თუ როგორ მიეწოდება კისრის ამ წერტილიდან სითბო მთელ ორგანიზმს. გამომდინარე იქიდან, რომ ყინული იწვევს ენდორფინის მოზღვავებას სხეულის ამ ნაწილში, თქვენ შესაძლოა რეგულარულად განიცადოთ ძლიერი ეიფორია.
რა შედეგები მოყვება ამ პროცედურას, თუ მას რეგულარულად ჩავიტარებთ:
- ძილის ხარისხიანობის გაუმჯობესება;
- განწყობის ამაღლება;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესება;
- გაციების სიმპტომების შემსუბუქება;
- კბილისა და თავის ტკივილის შემსუბუქება;
ეს მეთოდი ასევე გვეხმარება შემდეგი დაავადებების განკურნებაში:
- რესპირატორული დაავადებები;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- პრემენსტრუალური სინდრომი;
- ფსიქიკური ჯანმრთელობა;
ყოველივე ეს შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოთ, თუმცა უბრალოდ ცადეთ და მიღებული შედეგებით ნასიამოვნები დარჩებით!
რჩევა რედაქციისგან: ფენ-ფუს წერტილის სტიმულაცია ყინულის გამოყენებით საინტერესო ტექნიკაა, რომელიც გარკვეულწილად ეყრდნობა ტრადიციული ჩინური მედიცინის პრინციპებს. აკუპუნქტურასა და აკუპრესურაზე ჩატარებული კვლევები (Zhao et al., 2017) აჩვენებს, რომ ამ მეთოდებმა შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინონ სტრესის შემცირებასა და ნერვული სისტემის მოდუნებაზე.
თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფენ-ფუს წერტილზე ყინულის დადების ეფექტურობა სამეცნიერო დონეზე დადასტურებული არ არის კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ. კრიოთერაპია (ცივი თერაპია) ფართოდ გამოიყენება ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად და სისხლის მიმოქცევის სტიმულაციისთვის, თუმცა მისი გავლენა გრძელვადიან ჯანმრთელობაზე დამატებით კვლევას საჭიროებს.
ყინულის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის დარღვევები ან ნერვული სისტემის დაავადებები აქვთ.