
ყოველთვის ახერხებთ გამოძინებას? რამდენად ხშირად გეღვიძებათ ღამის განმავლობაში?
სრულფასოვან ძილის არარსებობა საკმაოდ მძიმე შედეგების მომასწავლებლია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ეს მოვლენა რეგულარულად იჩენს თავს. საბედნიეროდ, არსებობს სამი კომპონენტისგან შემდგარი ჯადოსნური ნაზავი, რომელიც ხარისხიანად გამოძინებაში გვიწყობს ხელს.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ს.კ ქოქოსის ზეთი;
- ¼ ჩ.კ თაფლი;
- 1/8 ჩ.კ ზღვის მარილი;
ამ სამი კომპონენტისგან შმდგარი ნაზავი ამცირებს ჰორმონების, სტრესისა და კორტიზოლის შემოტევას. სწორედ ეს სამი მოვლენა უშლის ხელს ჩვენს ორგანიზმს ხარისხიანად გამოძინებაში და დასვენებაში.
მომზადება:
ვარიანტი 1
მოათავსეთ ქოქოსის ზეთი და თაფლი თასში და აურიეთ ერთმანეთში რაც შეიძლება კარგად. შემდეგ ჩაამატეთ ზღვის მარილი და კვლავ განაგრძეთ მორევა. გადაყლაპეთ 1 ჩ.კ ნაყენი და მიაყოლეთ წყალი.
ვარიანტი 2
მოათავსეთ მოცემული რაოდენობით ქოქოსის ზეთი და თაფლი ჭიქაში. დაასხით წყალი, ჩაამატეთ ზღვის მარილი, მოურიეთ და გემრიელად მიირთვით!
რითი გვეხმარება ეს ნაზავი?
ქოქოსის ზეთი მთელი ღამის განმავლობაში ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს ენერგიით. მისი ძილის წინ მირთმევა ამცირებს ღამით შიმშილის გრძნობის გამო გაღვიძების ალბათობას. გარდა ამისა, ის აფერხებს სისხლში შაქრის დონის მომატების პროცესს, რაც საკმაოდ ხშირად უძილობის მიზეზია.
თაფლი არ გამოიწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას, ის დაგეხამრებათ უკეთ დაძნებაში. ის თქვენს ტვინს გლიკოგენით კვებავს. გლიკოგენი შედის თრიკმელების შემადგენლობაში და მისი უკმარისობის შემთხვევაში, თირკმელზედა ჯიკვლები გამოყოფს დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონებს, ადრენალინს და კორიზოლს. სწორედ ამ ჰორმონების ჭარბი დოზა იწვევს ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მარილი – კიდევ ერთი საჭირო ინგრედიენტი. დაძინების წინ მისი მიღება ასევე გვეხმარება სტრესის ჰორმონების დონის შემცირებაში. ეს ინგრედიენტი ჩვენს ორგანიზმს ეხმარება იმ ენერგიის გამომუშავებაში, რაც მთელი ღამის განმავლობაში ხარისხიანად გამოძინებას უზრუნველყოფს. სისხლში ნატრიუმის ადეკვატური რაოდენობა ამცირებს ადრენალინისა და კორტიზოლის გამოყოფას.
ეს საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი რეცეპტია, რომელიც დაგეხმარებათ ძილის ნორმალიზებაში. გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს და ნუ დაიზარებთ კომენტარების დატოვებას!
რედაქციისგან:ამ ნაზავის ინგრედიენტების კომბინაცია ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმში სტრესის ჰორმონების, ადრენალინისა და კორტიზოლის დონის შემცირებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილისთვის. ქოქოსის ზეთი, რომელიც შეიცავს გამაძლიერებელ ცხიმოვან მჟავებს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაბალ დონეზე შენარჩუნებას და ამცირებს ღამით შიმშილის შეგრძნებას, რაც ხშირად იწვევს გაღვიძებას (Patterson et al., 2019).
თაფლი, თავისი გლიკოგენის წყაროდან, ხელს უწყობს ტვინს საჭირო ენერგიით, ამცირებს სტრესის ჰორმონების გამოყოფას და ეხმარება ორგანიზმს ღამის განმავლობაში აღდგენაში. ზღვის მარილი კი ხელს უწყობს ნატრიუმის ბალანსის შენარჩუნებას, რაც კიდევ ერთი ფაქტორია, რომ ჰორმონების დონის სტაბილურობისთვის და ნორმალური ძილისთვის (Choi et al., 2020).
ამასთან, შესაბამისი კვება, რომელიც ხელს უწყობს ამ ინგრედიენტების ეფექტურ მოქმედებას, ხელს უწყობს არა მხოლოდ ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ სტრესთან გამკლავების პროცესს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კარგი ჯანმრთელობისთვის.