
თქვენი ხერხემალი შედგება 26 ძვლისგან (მალა), რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია მალთაშუა დისკით. დისკი იცავს ძვლებს და ამავდროულად უზრუნველყოფს მის მოქნილობას.
წელის არეში ტკივილების უმეტესობა გამოწვეულია თავად დისკებთან დაკავშირებული პრობლემებით, მაგალითად მალთაშუა თიაქარის გამო. თუკი თქვენ აღმოგიჩინეს მალთაშუა დისკის თიაქარი, არ არის აუცილებელი მაშინათვე ოპერაცია დაგეგმოთ, არსებობს სხვა გამოსავალიც – ოზონოთერაპია.
მალთაშუა თიაქრის სიმპტომები:
- წელის არის მალთაშუა თიაქარი
წამოიშვება წელის ქვედა ნაწილში ტკივილები, რომელიც გადაეცემა ფეხებში. შესაძლოა კიდურების დაბუჟების შეგრძნებაც გაჩნდეს. - კისრის არის მალთაშუა თიაქარი
ასეთი სახის დაავადებებისას ტკივილი გამოიხატება კისრის, თავის და მხრების არეში. - მკრედის არის მალთაშუა თიაქარი
თან ერთვის მტკივნეული შეგრძნებები მკერდის არეშეი, რომელსაც სამკურნალო აბები ვერ შველის.

თიაქრის მკურნალობა
ოზონოთერაპია თიაქრის დროს – შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რადგან პაციენტების უმრავლესობა ვერც კი ხვდება, რომ ხერხემლის მსგავსი ცვლილებები მკურნალობის უსაფრთხო მეთოდს ექვემდებარება.
ეს განსაკუთრებული ტექნიკაა, რომლის საფუძველიც დაზიანებულ დისკში და პარავერტებრალურ კუნთებში ოზონის ინექციების კურსია.
ოზონი ხელს უწყობს თიაქრის მოცულობის შემცირებას და ორგანიზმისთვის ისეთი საჭირო ანტიოქსიდანტების გამომუშავებას, როგორიცაა მანეიტრალიზირებელი ტოქსინები. გარდა ამისა, ოზონი ფლობს ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს, ხსნის ტკივილს და კუნთოვან სპაზმს.
სამწუხაროდ, ეს პროცედურა ყველას არ გამოადგება. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მამოძრავებელი ფუნქციები აქვთ დარღვეული ან აქვთ ართროზი, ეს პროცედურა აკრძალულია.
არსებობს სხვა ისეთი მდგომარეობებიც, რომელთა დროს ამ თერაპიის გამოყენება აკრძალულია: ორსულობა, ჰემოფილია, ალერგია ოზონზე, სისხლის შედედეგის დაღვევა, ციებცხელება. ასევე ის აკრძალულია 6 წლამდე ბავშვებისთვის.
რედაქციისგან: მალთაშუა დისკის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ხერხემლის დეგენერაციულ დაავადებებს შორის, განსაკუთრებით წელის არეში, რაც გამოწვეულია თანამედროვე ცხოვრების წესით, სიმძიმის აწევითა და არასწორი მოძრაობებით. კვლევების მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში (90%-ზე მეტში) შესაძლებელი ხდება ქირურგიული ჩარევის თავიდან არიდება კონსერვატიული მეთოდებით, მათ შორის ოზონოთერაპიით (Ramos et al., 2019).
ოზონოთერაპია, როგორც არაინვაზიური და უსაფრთხო მეთოდი, ხელს უწყობს ანთების შემცირებას, ტკივილის განმუხტვას და დისკის სტაბილიზაციას. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ეს მეთოდი საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომბინირებულია ფიზიოთერაპიასთან და სამკურნალო ვარჯიშებთან (Bonetti et al., 2005).
მიუხედავად ამისა, პროცედურას აქვს შეზღუდვები და უკუჩვენებები, რაც მკაცრად უნდა იქნას გათვალისწინებული. ოზონოთერაპიამდე აუცილებელია სრული სამედიცინო შეფასება, რათა გამოირიცხოს რისკ-ფაქტორები, როგორიცაა სისხლის შედედების დარღვევები, ორსულობა და ალერგიული რეაქციები. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს სპეციალისტის მიერ, რათა განისაზღვროს მკურნალობის ოპტიმალური სტრატეგია.


