
ალოე ვერა (ლათ. Alóe véra ) ან ნამდვილი ალოე – ალოეს გვარის წვნიანი მცენარე. მას აქვს სქელი, მოკლე ღეროვანი, ხორციანი ხმალის ფორმის ფოთლები.
ამ მცენარის მოვლა ძალიან ადვილია: ზაფხულში მორწყეთ გრუნტის გამოშრობის შემთხვევაში ზამთარში 25-30 დღეში ერთხელ მორწყეთ, ხოლო გაზაფხულზე გადაიტანეთ ახალ გრუნტში. უზრუნველყავით კარგი დრენაჟი. ალოეს დაღუპვა ძალიან რთულია, მათ შეუძლიათ გვალვის ხანგრძლივ პერიოდსაც გაუძლონ, ხოლო ზედმეტ ტენიანობას ნამდვილად ვერ იტანანენ.

ალოეს სამკურნალო თვისებები
ალოეს სამკურნალოდ გამოყენების პირველი ცნობები ებერსის უძველეს პაპირუსებში გვხვდება, რომელიც ჩვენს წ.ა 1500 წლით თარიღდება. მასში აღწერილია 12 განსხვავებული სამკურნალო რეცეპტი რომელშიც ალოეს წვენი გამოიყენება. ეს მცენარე უჩვეულოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში და ნამდვილ ოჯახის მკურნალად ითვლება.
ალოესგან მიიღება 2 ძალიან სასარგებლო პროდუქტი: რბილობი და წვენი. მათ მისაღებად გამოგადგებათ ყველაზე ქვევით მდებარე ყველაზე ხორციანი ფოთლები. როდესაც ფოთლის წვერო ცოტათი გამოშრება – ეს არის ნიშანი იმისა, რომ რბილობი მაქსიმალურად სასარგებლო გახდა.
გამოყენების წინ ფოთოლი აუცილებლად უნდა შეინახოთ მაივარში, შემდეგ გარეცხოთ თბილი ანადუღარი წყლით. მისი რბილობის მისაღებად საკმარისია დანით აათალოთ ალოეს კანი
ალოეს წვენს აქვს გამოხატული ბაქტერიოციდული თვისებები, გამანადგურებლად მოქმედებს დაავადებული მიკრობების უმრავლესობაზე, სტაფილოკოკზე, ნაწლავის ბაქტერიებზე, დიზენტერიულ ჩხირებზე… ის ასევე წარმოადგენს შემდეგი მინარალების საცავს: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, სელენი, ქრომი, მანგანუმი, სპილენძი, თუთია ასევე ვიტამინების С, А, Е, В1, В2, В6, В9, В12.
ალოე ვერას თვისებები ზედაპირული გამოყენებისათვის:
- წყლულებისა და ეგზემის შეხორცება
- დერმატიტის ჩაქრობა
- აკნესა და ფურუნკულის გამოდევნა
- აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს დამწვრობისა და მოყინვისას
- გვეხმარება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას
- ატენინანებს კანს, ალანტონინის დიდი შემცველობის დახმარებით
- ამცირებს ნაოჭებს, გვეხმარება კანის სტრუქტურის აღდგენაში
- ამცირებს ქავილის შეგრძნებას მწერების კბენისას
- გვეხმარება გამელოტებისას, ქერტლისას. თაფლთან შერევისას ის თმას სასიცოცხლო ძალას უბრუნებს
- ახორცებს ჭრილობებს, რომელიც შესაძლოა პარსვის დროს მივიღოთ
- გვეხმარება ოპერაციისშემდგომი ნაჭრილობების შეხორცებაში და იარების გაქრობაში
ალოე ვერას სასარგებლო თვისებები შნაგანი გამოყენებისთვის:
- აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
- ახდენს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას
- აფერხებს საჭმლისმომნელებელი სისტემის გაღიზიანებას, გვეხმარება კოლიტის დროს, გვარიდებს გულძმარვას
- აძლიერებს გულს და აუმჯობესებს სისხლის ხარისხს
- ხელს უწყობს ღრძილების აღდგენას
- ამცირებს ანთებას ართრიტის დროს
- აუმჯობესებს საშარდე გზების ფუნქციონირებას.
თუკი თქვენ დღემდე არ გქონდათ ეს მცენარე სახლში, მემგონი დროა დაასახლოთ ის თქვენი ფანჯრის რაფაზე რადგან რთული ბუენბაში იპოვო მზგავსი შეუფასებელი და უნივერსალური მცენარე ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
ჩვენ ალბად ალოე ვერას სასარგებლო თვისებების ჩამონათვალში ბევრი პუნქტი გამოგვრჩა, რომლის შესახებაც თქვენ იცით – მოგვაწოდეთ ისინი კომენტარებში, რათა ჩვენს მკითხველს მეტი ინფორმაცია ქონდეს ამ ჯადოსნური მცენარის სასარგებლო თვისებების შესახებ.
რედაქციისგან:ალოე ვერა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო მცენარეა, რომლის თვისებები მრავალ საერთაშორისო კვლევაშია განხილული. მისი ბაქტერიოციდული მოქმედება დადასტურებულია კვლევებით, რომლებიც აჩვენებს, რომ ალოეს ექსტრაქტები ეფექტურია სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირისა და სხვა პათოგენების წინააღმდეგ (Surjushe et al., 2008).
ზედაპირული გამოყენებისას, ალოეს გელი ცნობილია ჭრილობების შეხორცების დაჩქარებითა და კანის რეგენერაციის მხარდაჭერით, რაც კლინიკურ კვლევებში დამტკიცებულია დამწვრობებისა და პოსტოპერაციული იარების მკურნალობისას (Maenthaisong et al., 2007). შიდა მოხმარებისას კი, ალოეს შეუძლია იმუნიტეტის გაძლიერება, ანთებითი პროცესების შემცირება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების შემსუბუქება. თუმცა, მისი გადაჭარბებული გამოყენება, განსაკუთრებით უშუალოდ მიღებისას, შესაძლოა ლაქსატიურ ეფექტთან იყოს დაკავშირებული, რის გამოც აუცილებელია ზომიერება.
მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა გაითვალისწინოს ინდივიდუალური ალერგიული რეაქციები და ალოეს გამოყენებამდე ექიმთან გაიაროს კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სხვა მედიკამენტებს იღებს.


