
უამრავი ქალბატონისთვის არის ცნობილი ისეთი სამწუხარო პრობლემა, როგორიცაა პიგმენტური ლაქა სახეზე. მათი წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს: ჰორმონალური ფონის დარღვევა, ორსულობა, მზის სხივების ზემოქმედება, ანტიბიოტიკების მიღება, უხარისხო კოსმეტიკა….
ვივიენი წარმოგიდგენთ უნიკალურ საშუალებას, რომლის დამზადებაც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ – კართოფლის ნიღაბი, სახის კანის გასათეთრებლად. ის შესანიშნავად ათეთრებს, ანახლებს, აახალგაზრდავებს კანს. ავიწროვებს ფორებს და ხელს უშლის აკნეს წარმოშობას. საუკეტესო ეფექტის მისაღებად კართოფილის ნიღაბი შეგიძლიათ დამატებული ინგრედიენტებით შეავსოთ.
მათეთრებელი ნიღაბი კართოფილით
- კარტოფილის ნიღაბი ლიმონის წვენით.
გახეხეთ გასუფთავებული კარტოფილი სახეხზე, გამოწურეთ მას წვენი მეტნაკლებად. დაუმატეთ 1ს/კ ლიმონის წვენი. დაიტანეთ ნიღაბი სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. - კართოფილის ნიღაბი სტაფილოთი.
მოამზადეთ კარტოფილი ანალოგიური რეცეპტით. წვრილ სახეხზე დახეხეთ საშუალო ზომის სტაფილი, შეურიეთ კარტოფილს. წაისვით ნაზავი სახეზე და დაიფარეთ ხელსახოცი რომელიც კარტოფილის წვენიში იქნება დასველებული და გაიჩერეთ ნიღაბი 25 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ეს არა მხოლოდ შესანიშნავად გაათეთრებს თქვენს კანს, არამედ ეს საკუთესო ვიტამინიზირების საშუალებაა თქვენი კანისთვის. - კარტოფილი ხახვის წვენით.
მათ ვისაც სუსტი ნერვები აქვს შეუძლია ამ პუნქტს გვერდი აუაროს! ხოლო თუკი თქვენ ნამდვილად გინდა საგრძნობი და თვალსაჩინო ეფექტის მიღება პიგმენტური ლაქების მოშორებაში, მოამზადეთ ნიღაბი ამ რეცეპტით.
კარტოფილის მომზადების ძირითადი რეცეპტი რჩება იცვლელი, ხოლო ხახვის წვენის მისაღებად სახეხზე გახეეთ საშუალო ზომის ხახვის ნახევარი და გამოწურეთ მისი წვენი. ხახვის წვენი შეურიეთ კარტოფილის მასას, დაიტანეთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში. ჩამიბანეთ თბილი წყლით.
ნებისიერი უსიამოვნებისას (შესივება, ძლიერი ჩხვლეტები) მაშინთვე ჩამოიბანეთ ნიღაბი. უარი თქვით ამ ნიღბებზე თუკი თქვენ გაქვთ ალერგია ნებისმიერზე ამ კომპონენტებიდან.
რჩევა რედაქციისგან:პიგმენტური ლაქები მართლაც შემაწუხებელი პრობლემაა და მათი მოცილება ხშირად მოითხოვს სისტემატიურ და სწორ მოვლას. კარტოფილის ნიღბები, როგორც ბუნებრივი ვარიანტი, მართლაც ხშირად იქმნება სახლის პირობებში, რადგან კარტოფილი შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის გაჯანსაღებას და მის გათეთრებას. მაგალითად, კარტოფილის წვენი შეიცავს კარტოფლის ფენოლებს, რომლებიც ახდენენ კანის გაჯანსაღებას და ბრწყინვალებას (Wang et al., 2016).
ლიმონის წვენი, რომელიც ამ ნიღბში გამოიყენება, წარმოადგენს ბუნებრივ კანის მათეთრებელს, ხოლო სტაფილოს დამატება დამატებით ვიტამინიზაციას უზრუნველყოფს. სტაფილო მდიდარია ვიტამინით A, რომელიც სასარგებლოა კანისთვის და ხელს უწყობს უჯრედების განახლების პროცესს (Farris et al., 2005).
ხახვის წვენის გამოყენება პიგმენტური ლაქების მკურნალობაში შედარებით ნაკლებად გავრცელებულია, თუმცა იგი შეიცავს სუფთა ანტიოქსიდანტებს და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. მიუხედავად იმისა, რომ ხახვი ძლიერი ინგრედიენტია, მისი გამოყენება პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ნიღბებში გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, და ამისთვის აუცილებელია მისი კორექტული და ზომიერი გამოყენება.
ზოგადად, მსგავსი ნიღბების რეგულარულად გამოყენება შეიძლება ხელს შეუწყობდეს კანის გასათეთრებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ კანის ინდივიდუალური მოთხოვნილებები და ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად გავაკეთოთ პატჩ-ტესტი.
უმჯობესია, თუ შეარჩიებთ ერთ-ერთ ნიღაბს, გამოიყენებთ მას რეგულარულად, მაგრამ ასევე ყურადღება მიაქციოთ კანის ამჟამინდელ მდგომარეობას და კონსულტაცია გაიაროთ კანის ექიმთან ან დერმატოლოგთან, რათა თავიდან ავიცილოთ გვერდითი ეფექტები.