
ჭიაყელა გამონაზარდი – ეს ცალი მხრიდან დახშული ღრუ მილია, რომელიც ბრმა ნაწლავს უერთდება და ფორმით მართლაც ჭიაყელას ჰგავს. მისი ანატომიური სახელი, აპენდიქსი, ნიშნავს “დანამატს, რომელიც ჭიაყელას ჰგავს”. აპენდიქსის ანთების შემთხვევაში, მას ჩვეულებისამებრ ჭრიან, რაც გამართლებულია, რადგან ამ დროს პერიტონიტის განვითარების რისკი ძალზედ მაღალია. მიუხედავად ამისა, ბუნებას ტყუილუბრალოდ ნამდვილად არ დაუსაჩუქრებია ადამიანი მსხვილი ნაწლავის ამ უჩვეულო წამონაზარდით.
ჩვენს ორგანიზმზე აპენდიქსის სასარგებლო გავლენის შესახებ მეცნიერებმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიტყვეს. იმუნოლოგების ჯგუფმა დაადგინა, რომ ძველ დროში ამ წამონაზარდმა უამრავი იმ ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რომელმაც დიზენტერია და ქოლერა გადაიტანა.
აპენდიქსის ფუნქციები
აპენდიქსს ეკისრა სასარგებლო ბაქტერიების საცავის ფუნქცია, რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვანია მსხვილი ნაწლავის სწორი მუშაობისთვის. მას შემდეგ, რაც მსხვილი ნაწლავის მიკროფლორა იღუპებოდა მძიმე დაავადებების გამო, აპენდიქსი მაიწოდებდა მას სათადარიგო ბაქტერიებს, რომლებიც განაპირობებდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის აღდგენას.
დღესდღეობით აპენდიქსის ეს ფუნქცია გამოუსადეგარია, რადგან ჩვენი პლანეტა მჭიდროდ დასახლებულია, რის გამოც ბაქტერიების უკმრისობის პრობლემის წინაშე არ ვდგავართ. ადამიანები გულუხვად ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ მიკროფლორას და ამას ვერც კი ვამჩნევთ.
თუმცა ქოლერის დროს საშინელი დაავადება კლავდა ყველაფერ ცოცხალს, მათ შორის მსხვილი ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორასაც, რომლის გარეშეც ორგანიზმი ნელ-ნელა იღუპებოდა. სწორედ ამ დროს დამხმარე ძალად აპენდიქსი გვევლინებოდა, რომელიც ნაწლავს საჭირო ბაქტერიებს აწვდიდა.
რედაქციის რჩევა: აპენდიქსის ფუნქცია ორგანიზმზე, როგორც ბაქტერიების საცავი, მეცნიერების მიერ უკვე დადასტურებულია. Journal of Immunology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აპენდიქსი ადრე მოქმედებდა როგორც სასარგებლო მიკროფლორის საცავი, რომელიც აუცილებელი იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის აღსადგენად მძიმე დაავადებების შემდეგ.
ამერიკის სამედიცინო ასოციაციის (AMA) კვლევები აჩვენებს, რომ ქოლერის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს აპენდიქსის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს სათადარიგო ბაქტერიებით ნაწლავებს, რაც ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას. დღესდღეობით, აპენდიქსის ეს ფუნქცია აღარ არის აქტიური, რადგან ჩვენი გარემო და ცხოვრების წესი იცვლება, მაგრამ ისტორიულად მისი როლი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ამასთან, Nature Immunology-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აპენდიქსი აღარ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც ადრე ჰქონდა, მისი არსებობა დღევანდელი ადამიანისთვის არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ის სრულად უაზრო იყოს.


