
ვივიენი წარმოგიდგენთ სამი ინგრედიენტისგან შემდგარ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ მოცემულ 8 პრობლემასთან გასამკლავებლად. ლიმონი, მარილი და პილპილი საუკეთესო დამხმარეა გაცივებისას, ხველისას და ზედმეტ წონასთან გასამკლავებლად.
- გაცივებისას, განსაკუთრებით როდესაც ხველა გტანჯავთ სვით ბევრი თბილი სითხე. უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის კი დაუმატეთ წყალს ან ჩაის ცოტაოდენი მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი. ან უბრალოდ ჭამეთ მარილ და პილპილ მოყრილი ლიმონის ნაჭრები.
- თუკი ყელი გტკივათ, გამოივლეთ შემდეგი ხსნარი: 200 მლ თბილი წყალი, 1/2 ცაის კოვზი ლიმონის წვენი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი.
- ფრჩხილების აბაზანები უფრო ეფექტური იქნება თუკი, მასში რამოდენიმე წვეთ ლიმონის წვენს და ერთ მწიკვ მარილს დაუმატებთ.
- არომავანები ლიმონის წვენით – ცელულიტისგან განთავისუფლების სასიამოვნო საშუალებაა.
- ნაბახუსევზე ტომატის წვენს დაუმატეთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი, ერთი მწიკვი მარილი და შავი პილპილი.
- თუკი თქვენ ზედმეტი წონა გაწუხებთ გამოიყენეთ 1 ჭიქა თბილი წყალი 1/4 ჩ.კ. შავ პილპილთან, 1სკ თაფლთან და 2 სკ ლიმონის წვენთან ერთად.
- გულის რევის დროს სვით წყალი ლიმონის წვენითა და შავი პილპილით.
- გსურთ გამოსცადოთ ახალი გემრიელი შეგრძნებები? დაფქვით ლიმონის კანი, მარილი და შავი წიწაკა და თქვენ მიიღებთ შესანიშნავ სანელებელს, რომელიც არა მხოლოდ შესანიშნავ გემოს შესძენს ნებისმიერ კერძს, არამედ ააჩქარებს თქვენს ნივთიერებათა ცვლას.
რედაქციისგან:ლიმონის, მარილის და შავი პილპილის კომბინაციები ხალხურ მედიცინაში ცნობილია როგორც ბუნებრივი საშუალება მრავალი ჯანმრთელობის პრობლემისთვის. საერთაშორისო კვლევებმა, როგორიცაა ევროპული კვლევები, დაადასტურა ლიმონის სიმძაფრეთა მოქმედების ეფექტურობა ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებში. მკვლევარები, როგორიცაა კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, აცხადებენ, რომ ლიმონის წვენი ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ხოლო შავი პილპილი ხელს უწყობს წონაში კლების პროცესს და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას. გარდა ამისა, მარილის კომბინაციამ სითხეებთან ერთად, როგორც თბილი წყალი ან ჩაისთან ერთად, აჩვენა ეფექტურობა სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ და სასუნთქი სისტემის დასამშვიდებლად.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება მხოლოდ დანამატად უნდა მოხდეს, როდესაც ისინი ექიმის მიერ განსაზღვრული დოზითა და მეთოდით იქნებიან გამოყენებული. ფიტოთერაპევტის კუთხით, მე ყოველთვის ვურჩევ ხალხურ მეთოდებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთიანდება თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლთან, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ეფექტები.