
თაფლი – ცნობილი სახალხო მკურნალია, ხოლო კვახთან ერთად ის წამოუდგენელ ეფექტს იძლევა ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის!
ყოველ სეზონზე, მე ორგანიზმს ვაჯანმრთელებ! ვაკეთებ სხვადასხვა წვენებს ხილისა და ბოსტნეულისგან. ვაკეთებ ნაყენებს მინდვრის სამკურნალო ბალახებისგან,ვცდილობ ხალხური რეცეპტების გამოყენებით შევაჩერო ბიოლოგიური დრო და მოვიშრო სიბერე! მე მაქვს სუვილი ვიყო მუდამ ჯანმრთელი, ლამაზი და მხნე! რასაც თქვენც გისურვებთ.
დღეს მე მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო, ღვიძლის შესანიშნავ გამწმენდ და გამაჯანსაღებელ საშუალებას.
დაავადებული ღვიძლი – ეს არის პიგმენტური ლაქები სახეზე. ეს არის დაავადებული კანი და მრავალი სხვა უსიამოვნო გამოვლინება ორგანიზმში.
ამიტომ ვივიენის რედაქცია გთავაზობთ უმკურნალოთ ღვიძლს თაფლით, რომელიც კვახისგან არის დამზადებული. უფრო სწორედ კვახიდან გამოწურული თაფლით. გამოიყენეთ ეს მეთოდი და თქვენ უბრალოდ აღფრთოვანებული დარჩებით კვახის თაფლის მოქმედებით. უბრალოდ ნუ დაელოდებით შედეგს ხვალვე, რადგან ღვიძლს თქვენ წლობით არ უფრთხილდებოდით და აწამებდით. იქონიეთ მოთმინება და მეთოდურად, გრაფიკის დარღვევის გარეშე მიიღეთ ეს თაფლი. ჩვენ გირჩევთ ეს თაფლი ყოველდღიურად ჭამამდე 40 წუთით ადრე დღეში 4 ჯერ მიიღოთ. მკურნალობა მცირე დოზით დაიწყეთ(მეოთხედით) და შემდეგ სისტემატიურად გაზარდეთ დოზა ერთ ჭიქამდე. სასაურველია პროცესი ერთი თვე გაგრძელდეს და ერთ კვირიანი შესვენების შემდეგ ხელთავიდან დაიწყოთ მკურნალობა. ამ მკურნალობის შემდეგ თქვენ თავს ჯანმრთელად, ენერგიულად იგრძნობთ.
რა სარგებლობა მოაქვს თაფლს
თაფლი შესანიშნავი საშუალებაა ღვიძლისთვის, ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ფლობს საფაღარათო ფუნქციებს და რასაკვირველია სასარგებლო ვიტამინებს.
კვახის თაფლის მიღება რეკომენდირებულია შარდის ბუშტის დაავადებებისას, სიმსუქნისა და თირკმელების ტკივილისას.
როგორ დავამზადოთ კვახის თაფლი?
- კვახის თაფლის დასამზადებლად, კვახს ზედა ნაწილი უნდა მოაჭრათ და გამოშიგნოთ (შეარჩიეთ ბურთის ფორმის კვახი მკვეთრი სტაფილოსფერი რბილობით)
- შემდეგ გამოშიგნულ კვახში შქარი უნდა ჩაყაროთ კიდემდე და დააფაროთ მოჭრილი ნაწილი, შემდეგ კი ჩადოთ თასში.
- კვახი თასში მანამდე უნდა იყოს სანამ ქერქი არ დარბილდება. შემდეგ კი კვახის მთლიანი შემცველობა უნდა გადაასხათ ბანკაში.
ამგვარად ჩვენ მივიღებთ კვახის თაფლს, სამკურნალო საშუალებას ღვიძლისთვის. მიღებული სითხე უნდა შეინახოთ მხოლოდ მაცივარში.
თუკი თქვენ უფრო ძლიერი ეფექტი გსურთ, შაქარის მაგივრად გამოიყენეთ ნატურალური თაფლი.
რედაქციისგან: სტატია გვთავაზობს ხალხურ მეთოდს ღვიძლის გასაწმენდად კვახის თაფლით, რაც ნამდვილად ფართოდ გამოიყენება ალტერნატიული მედიცინის დარგში. თუმცა, საჭიროა განვმარტოთ, რომ თაფლისა და კვახის სასარგებლო თვისებები ღვიძლის ჯანმრთელობისთვის ჯერ კიდევ აქტიურად იკვლევა მეცნიერებაში.
თაფლს ხშირად მიაწერენ ანტიბაქტერიულ, ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ტოქსინების ამოღებას და ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას. სხვადასხვა კვლევები, როგორიცაა “The Role of Honey in Human Health” (2017) და “Medicinal Uses of Honey” (2019), აღნიშნავენ, რომ თაფლი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ფლობს ანტისეპტიკურ თვისებებს და აუმჯობესებს ღვიძლის ჯანმრთელობას.
როგორც კი ტრადიციული მედიცინის ნიღბებში ხალხური მეთოდები გამოიყენება, მნიშვნელოვანია განვიხილოთ მათი უსაფრთხოება. ამიტომ, პროცედურის დაწყებამდე რეკომენდირებულია კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით თუ ხართ თირკმელების ან სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი არ შეიცავს მძიმე გვერდითი ეფექტების რისკს, გამჭრიახობა და მოთმინება აუცილებლად უნდა მივიღოთ მკურნალობის დროს.