მიუხედავად იმისა, რომ აბუსალათინის ზეთს რძიანასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მომწამვლელი მცენარისგან ამზადებენ, მისი მოხმარება აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. აბუსალათინის გადამუშავებისას ის სრულიად იწმინდება ტოქსიკური ნივთიერებებისგნ. აბუსალათინის ზეთი – უსაფრთხო პროდუქტი, რომლის სამკურნალო მიზნით გამოყენების სპექტრი ძალზედ ფართოა.
ამ უნიკალური პროდუქტის მოხმარება რეკომენდირებულია თითოეული ადამიანისთვის, გარდა ორსული ქალბატონებისა და ჩვილი ბავშვებისთვის.
აბუსალათინის ზეთი ჯანმრთელობისთვის
- აბუსალათინის ზეთის გამოყენებით შეგიძლიათ გაცილებით სწრაფად მოიშუშოთ ჭრილობა, დაზიანება და ფუტკრის ნაკბენი.
- ძალზედ ეფექტური საშუალება გამონაყრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- აბუსალათინის ზეთის 4 კვირიანი გამოყენებით შეძლებთ მეჭეჭების გაქრობას.
- მისი დახმარებით ასევე შეძლებთ ფეხებზე კოჟრების მოშუშებას.
- აბუსალათინის ზეთი – საუკეთესო საშუალება წამწამების დასაგრძელებლად და თმის მოსავლელად.
- ქერტლის მოსაშორებლად გაურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ აბუსალათინის ზეთი და 2 ს.კ გულყვითელას ნაყენი, მიღებული ნარევი შეიზილეთ თავის კანზე, გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.
- კონიუნქტივიტის დროს ჩაიწვეთეთ თითო წვეთი აბუსალათინის ზეთი ორივე თვალში, დღეში 2-ჯერ.
- ეს უნიკალური პროდუქტი შეუდარებელია ბუასილის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- გაციების დროს, განსაკუთრებით კი ძლიერი ხველებისას, შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი გულმკერდის არეში. მეტი ეფექტურობისთვის დაუმატეთ მას მცირეოდენი სკიპიდარი.
- აბუსალათინის ზეთს ხშირად გამოიყენებენ გენიტალური და შარდის ბუშტის ინფექციების დროს.
- მენსტრუაციის დროს ტკივილის შემსუბუქების მიზნით შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი მუცლის არეში.
- ამ უნიკალური პროდუქტით შეძლებთ პიგმენტური ლაქების გაღიავებას.
- აბუსალათინის ზეთის გამოყენებით გაკეთებული მასაჟი ხსნის დაღლილობასა და ტკივილის განცდას ფეხებში.
- თვალების სიწითლის მოხსნის მიზნით ჩაიწვეთეთ მასში ერთი წვეთი აბუსალათინის ზეთი. ეს მეთოდი ასევე დაგეხმარებათ კატარაქტის მოშორებაში.
- თაობების მიერ დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აბუსალათინის ზეთი საუკეთესო საშუალებაა სიმელოტის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- აბუსალათინის ზეთს ასევე ფართოდ გამოიყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩახშობას, შეკრულობისა და სხვა უსიამოვნო განცდების მოშორებას.
- ეს უნიკალური ზეთი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმატების მიღწევაში.
აბუსალათინის ზეთი – არაჩვეულებრივი საშუალება თავის მოსავლელად!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს