ყველამ კარგად იცის, რომ ეფექტური გახდომისთვის და მიღწეული შედეგის შენარჩუნებისთვის საჭიროა კვების სწორი სისტემის ჩამოყალიბება და რეგულარულად ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
ვივიენის რედაქცია გასწავლით თაფლისა და დარიჩინისგან კოქტეილის მომზადებას, რომელიც დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში და ჭარბი წონის მოშორებაში.
ცხიმმწველი კოქტეილი თაფლისგან და დარიჩინისგან
ინგრედიენტები:
- 2/3 ჭიქა ადუღებული წყალი;
- 1 ჩ.კ თაფლი;
- 1 ს.კ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი;
- 1/2 ჩ.კ დარიჩინი;
- ნახევარი ლიმონის წვენი;მომზადება:
- მდუღარე წყალში გახსენით თაფლი, დაუმატეთ დარიჩინი, ჯანჯაფილი და ლიმონის წვენი.
- მოათავსეთ მიღებული სასმელი მიკროტალღურ ღუმელში 30 წამის განმავლობაში.
- 30 წამის გასვილს შემდეგ გამოიღეთ კოქტეილი მიკროტალღური ღუმელიდან, მოურიეთ კარგად, დააყოვნეთ ერთი წუთით და მიირთვით.
მიირთვით ეს სასმელი დღეში 2-ჯერ: დილით 30 წუთით ადრე საუზმემდე და ღამით დაძინების წინ.
რედაქციისგან:თაფლისა და დარიჩინის კოქტეილი შეიძლება იყოს ეფექტური გამოსავალი მათთვის, ვისაც სურს ცხიმების დაწვა და წონის კონტროლი. თუმცა, ნებისმიერი დიეტის ან ვარჯიშის რეჟიმის ნაწილის სახით მისი გამოყენება ყოველთვის საუკეთესოა ბალანსირებული კვების და აქტიური ცხოვრების წესთან ერთად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს