გავხადოთ საკუთარი ცხოვრება მარტივი – თითოეული ადამიანის სურვილი. თუ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით დასახული მიზნის მიღწევა მარტივადაა შესაძლებელი, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება!
ხშირად გვეჩვენება, რომ ძვირადღირებული საშუალებებით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი, თუმცა რიგ შემთხვევებში, გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად, იაფი, უკვე ჩვენი ოჯახის აფთიაქში არსებული საშუალებები, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენად დიდი სასარგებლო გავლენა აქვს წყალბადის ზეჟანგს ჩვენს ორგანიზმზე…
ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა? გპირდებით, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ წარმოდგენები რადიკალურად შეგეცვლებათ!
წყალბადის ზეჟანგის გამოყენების ალტერნატიული მეთოდები:
წმენდს ყურებს გოგირდისგან.
წყალბადის ზეჟანგი სუპერსაშუალებაა დაგროვილი გოგირდისგან ყურების გასაწმენდად. ის ძალზედ მარტივად და ეფექტურად წმენდს ყურების დაბინძურებულ არხებს.
მოითავსეთ ყურში ბამბა და ჩაისხით მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი. ამ პროცედურის ჩატარება მარტივადაა შესაძლებელი პიპეტის დახმარებით.
არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ ეს მეთოდი, თუ თქვენ იტანჯებით ყურის ინფექციებისგან ან თქვენი ყურის მემბრანა დაზიანებულია.
სპა თქვენი ფეხებისთვის.
იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად იგრძნოთ საკუთარი თავი სპაში, მოამზადეთ ცხელი აბაზანა ფეხებისთვის და ჩაამატეთ მასში მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი.
ეს არაჩვეულებრივი მეთოდია თქვენი ქუსლების კანის მოსავლელად. წყალბადის ზეჟანგი ეფექტურად ანადგურებს უსიამოვნო სუნს, ბაქტერიებსა და სოკოებს.
გარდა ამისა, ეს უნიკალური საშუალება ატენიანებს კანს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა პედიკურის გაკეთების წინ .
წყალბადის ზეჟანგის აბაზანის შემდეგ დაიბანეთ ფეხები სუფთა წყლით და გაიმშრალეთ პირსახოცით.
აშორებს ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნს.
წყალბადის ზეჟანგი ეფექტურად აშორებს უსიამოვნო სუნს არამ ხოლოდ ფეხებიდან, არამედ ჩვენი ფეხსაცმლიდანაც.
ეს საშუალება გაცილებით ეფექტური და უსაფრთხოა, ვიდრე ფეხსაცმლის დეოდორანტები, რომელთა შეძენა მაღაზიებში შეგიძლიათ.
აკნეს დამარცხება
წყალბადის ზეჟანგის ანტიბაქტერიული თვისებები ფართოდაა ცნობილი, რის გამოც მას ხშირად გამოიყენებენ ჭრილობების დასამუშავებლად.
თითოეულ ჩვენგანს პერიოდულად გვაწუხებს ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიც გამონაყარია. წყალბადის ზეჟანგი ამ პრობლემის გადაჭრაშიც დაგეხმარებათ!
დაიტანეთ ეს საშუალება ბამბაზე და გულდასმით გაიწმინდეთ მთელი სახე. ორი-სამი დღის შემდეგ სახეზე გამონაყრის კვალიც აღარ შეგემჩნევათ.
სასუქი მცენარეებისთვის.
ხშირ შემთხვევაში, ჩვენი საყვარელი ოთახის მცენარეებიის მოვლისთვის წყალი და მზის სხივები სრულიად საკმარისია, თუმცა ხანდახან ისინი გაურკვეველი მიზეზით ჭკნობას იწყებენ. გასაოცარი საშუალება მათ ”გამოსაჯანმრთელებლად” – დაუმატეთ ტენიან ნიადაგს მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი.
ამ უნიკალურ საშუალებას არაჩვეულებრივი გავლენა აქვს ფესვთა სისტემაზე, რადგან ის მთლიანად ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და სოკოებს.
ეფექტურად წმენდს ბოსტნეულსა და ხილს.
მაღაზიაში შეძენილი ხილითა და ბოსტნეულით ჩვენი ორგანიზმი იღებს არა მხოლოდ ვიტამინებს, არამედ პესტიციდებსაც…
საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, აუცილებელია გულდასმით გავრეცხოთ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტები, თუმცა ამ შემთხვევაში უბრალო წყალი უძლურია.
ჩაამატეთ წყალში მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი და ამ გზით თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება!
ამოჰყავს ლაქები თეთრეულიდან.
თუ საყვარელი თეთრეული დაგილაქავდათ, არ ინერვიულოთ! წყალბადის ზეჟანგი ძალზედ ეფექტურად გაუმკლავდება ამ პრობლემას.
დაიტანეთ ცოტაოდენი წყალბადის ზეჟანგი დალაქავებულ ადგილას და წაუსვით მას საპონი.
გარეცხვის შემდეგ თქვენი თეთრეული ახალივით იბრწყინებს!
ათეთრებს კბილებს.
წყალბადის ზეჟანგი არაჩვეულებრივი საშუალებაა კბილების გასათეთრებლად!
აურიეთ ერთმანეთში წყალი და წყალბადის ზეჟანგი თანაბარი რაოდენობით. მიღებული სითხე გამოივლეთ პირის ღრუში კბილების გახეხვის შემდეგ.ეს უნიკალური საშუალება, რომლისთვისაც არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული თვისებებია დამახასიათებელი, დაგავიწყებთ უსიამოვნო სუნს პირის ღრუში და გაგითეთრებთ კბილებს.ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!