რაც არ უნდა სამწუხარო იყოს უნდა ვაღიაროთ: ჩვენ ბევრად ნაკლებს ვმოძრაობთ…. ჩვენი უმოძრაო ცხოვრების სტილისა და მჯდომიარე სამსახურის გამო ჩვენი ფეხები ზარალდებიან, მაგალითად ისეთი პრობლემური ადგილები როგორიც თეძოები!
გთავაზობთ არ დაიზაროთ და შეასრულოთ ეფექტური სავარჯიშო ბარძაყების დასაჭიმად. ეს ვარჯიშები გამოადგება ყველას: როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს, როგორც დამწყებებს ასევე პროფესიონალებს. მათი შესრულება შეიძლება როგორც სავარჯიშო დარბაზში ასევე სახლში. მთავარია ჰანტელები აიღოთ ხელში.
ბარძაყების ვარჯიში
1. ბუქნები
დადექით სწორედ, გეჭიროთ განტელები ქვემოთ დაწეული ხელებით, დადგით ფეხები პარალელურად, გაშალეთ მხრები. ოდნავ მოხარეთ წელი და ოდნავ მოხარეთ მუხლი. წელის მოუხრელად გააკეთეთ დიდი ნაბიჯი წინ, ამ დროს სიმძიმის ცენტრი გადადის წინ გადადგმულ ფეხზე.
მოხრილი ფეხის კუთხე უნდა იყოს მართი. ადექით და გადადგით უკან ნაბიჯი საწყის პოზიციაში. შეასრულეთ დღეში 2-3 ჯერ ეს ვარჯიში თითო ფეხისთვის 10 ჯერ. ბუქნის გაკეთება შესაძლებელია როგორც უკან გადადგმული ფეხით ასევე გვერდით.