რას მოგვითხრობს ხელის გულზე არსებული ”გულის ხაზი” საკუთარი თავის შესახებ?

90

იცოდით, რომ ”გულის ხაზი” ხელის გულზეც არსებობს? მას შეუძლია უამრავი რამ მოგვითხროს საკუთარი თავის შესახებ. მაგალითად: როგორ ვალაგებთ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან, რამდენად ხშირად გვიწევს ნერვიულობა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში და ა.შ.

დაიხედეთ მარჯვენა ხელის გულზე. გულის ხაზი – ეს ის ხაზია, რომელიც პირდაპირ საჩვენებელი, ან შუა თითის ქვეშ მდებარეობს.

ამოირჩიეთ ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს გულის ხაზს.

ვარიანტი A.

თუ თქვენი გულის ხაზი იწყება შუა თითიდან, ეს ნიშნავს, რომ ლიდერად ხართ დაბადებული. თქვენ ამბიციური, დამოუკიდებელი და ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით. ყველა თვისება გაქვთ იმისათვის, რომ სწორად შეაფასოთ არსებული სიტაცია და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. სხვა კუთხით, ურთიერთობაში ძალზედ ცივი ხართ და გიჭირთ თანაგრძნობის გამოხატვა.

ვარიანტი B.

თუ თქვენი გულის ხაზის სათავე მოთავსებულია შუა და საჩვენებელ თითს შორის, ეს ნიშნავს, რომ უკონფლიქტო და კეთილი ადამიანი ბრძანდებით. ადამიანების ერთი ნაწილის გადმოსახედიდან თქვენ ზედმეტად ფრთხილი ადამიანი ხართ, ხოლო მეორე ნაწილის აზრით – მერყევი, თუმცა ორივე კატეგორიას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია დაგეყრდნოთ თქვენ. გარდა ამისა, ადამიანები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, თუ როგორ მოიქცნენ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში.

ვარიანტი C.

თუ თქვენი გულის ხაზი იწყება საჩვენებელი თითიდან, ეს ნიშნავს, რომ იდეალური მოაზროვნე, სტრატეგი და ტაქტიკოსი ხართ. გიყვართ სხვა ადამიანების იდეებზე მსჯელობა და გრანდიოზული გეგმების დალაგება. გარშემო მყოფი ადამიანების გადმოსახედიდან თქვენ ოპტიმისტი და პერფექციონისტი ბრძანდებით, თუმცა საკუთარ თავს რეალისტად აღიქვამთ.

ვარიანტი D.

თუ თქვენი გულის ხაზი სათავე მოთავსებულია საჩვენებელ და ცერა თითს შორის, ეს ნიშნავს, რომ ძალზედ მომთმენ, მგრძნობიარე, მზრუნველ, ნაზ და რბილ ნატურას წარმოადგენთ. ამ ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მთავარი ჰარმონიულობა და სხვა ადამიანებთან კარგი ურთიერთობის ქონაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს